Home Blog Page 989

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბევრი ფიქრი მოგიწევთ. გარშემომყოფების ქმედებები, საყვარელი ადამიანების სიტყვები, საკუთარი ემოციები და ქცევა უნდა შეაფასოთ. გეჩვენებათ, რომ გარშემო ყველაფერი შენელებული კადრივით მოძრაობს და ამ ტემპს უნდა მოერგოთ. გირჩევთ, თავისუფალი დრო სახლის გარეთ გაატაროთ. სახლში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა, თქვენ კი განტვირთვა გჭირდებათ.

კურო

არასწორი კვება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. დროა, ექიმს მიმართოთ და ძალების აღდგენაზე იზრუნოთ. შეიძლება ვიტამინების ან ანტიდეპრესანტების მიღება დაგჭირდეთ. გირჩევთ, თუ შესაძლებელია, სამსახურიდან ცოტა ადრე გათავისუფლდით და სახლში დაისვენეთ.

ტყუპები

დილიდან მოზღვავებულ ბრაზს და ემოციებს ებრძვით. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და უხეშობას უხეშობით არ უპასუხოთ. თუ ეს შეძელით, კოლეგებში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება და კონკურენტებს უკან მოიტოვებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან ფულის გამო კამათი.

კირჩხიბი

ფრთხილად იყავით – შეიძლება მუშაობის დროს ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც საყვედურს და მენეჯმენტთან ურთიერთობის გაუარესებას გამოიწვევს. ეცადეთ, სიბრძნე და სიმშვიდე გამოიჩინოთ. ოჯახურ საკითხებში ბავშვებთან დაკავშირებული გაუგებრობები გელით.

ლომი

სამსახურში შესაძლოა, მოვლენები თქვენთვის არახელსაყრელად განვითარდეს. მზად იყავით უსაფუძვლო ბრალდებებისა და ინტრიგებისთვის. გირჩევთ, შეთქმულებებში მონაწილეობაზე უარი თქვათ, თორემ საბოლოოდ ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. დღის მეორე ნახევარს სასიამოვნოდ გაატარებთ და მთელი დღის ნერვიულობა და უკმაყოფილება დაგავიწყდებათ.

ქალწული

ამ დღეს თქვენს კომუნიკაბელურობას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ფრთხილად იყავით, ამან შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, სამუშაო პროცესს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დისკუსიებში არ ჩაერთოთ. შესაძლოა კარიერის შეცვლა შემოგთავაზონ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ცოტა ხნით უნდა გადადოთ.

სასწორები

პლანეტების განლაგების მიხედვით, იღბლის იმედად არ უნდა იყოთ, მაგრამ შეგიძლიათ, წარმატებას საკუთარი უნარებითა და შესაძლებლობებით მიაღწიოთ. გარდა ამისა, მეგობრებისა და კოლეგების უზარმაზარ მხარდაჭერას გრძნობთ და შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობების ნაწილი მათ გადააბაროთ.

მორიელი

სამსახურში თქვენს მიღწევებს ყველა აღიარებს. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და კოლეგების შეხედულებები გაითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად იყავით, რომ თქვენზე შურს თქვენივე მეთოდებით იძიებენ. საღამოს განმარტოება საშუალებას მოგცემთ, რომ ძალები აღიდგინოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, მენეჯმენტის ახირებებისა და შურიანი კოლეგების ინტრიგების გამო დაძაბულობამ ისე დაგღალათ, რომ მზად ხართ ყველაფერი მიატოვოთ და გაიქცეთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით – რამდენიმე დღეში შეიძლება აზრი შეიცვალოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ამ დღეს მხოლოდ თქვენთვის სასარგებლოდ იმოქმედოთ. სხვებზე ფიქრი კარგია, მაგრამ არა ამ დღეს. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი, თორემ ვიღაც შეეცდება, სიტუაციით ისარგებლოს და მახე დაგიგოთ. რაც შეეხება სამსახურს, აქ უდავო ლიდერი ხართ. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია გაუგებრობა, რომელიც ჩხუბს გამოიწვევს.

მერწყული

თუ აპირებთ, რომ მენეჯერს საქმიანი წინადადებით მიმართოთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დღეა. კოლეგებთან ურთიერთობაში შესაძლებელია სირთულეები. ვიღაცას მეტისმეტად ამპარტავანი და უგრძნობი ჰგონიხართ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები მოზომოთ. საქმის სიყვარული გეხმარებათ, ნებისმიერი სირთულე დაძლიოთ და წარმატებას მიაღწიოთ.

თევზები

არსებობს რისკი, რომ მტრულად განწყობილი ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცეთ, ამიტომ სანამ რაიმეს გააკეთებთ, შეამოწმეთ – თქვენი ქმედება კანონიერია თუ უკანონო. ბევრი საინტერესო მოვლენა გელით. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.

 
 

საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული – ჯო უილსონი

აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act-ის მოსმენა დაიწყო. ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ.

შეკრებილებს წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა მიმართა.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული.

ამასთან, უილსონმი მიესალმა სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით.

“ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, დაგმო ყოველმხრივი ევროატლანტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის. მიიღო [უცხოელი აგენტების კანონი] და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელსაც ხედავთ”. ასევე აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და “ქართული ოცნება” ახორციელებს ჩინეთის პოლიტიკურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს. ხდება ძირითადი ინფრასტრუქტურის გადაცემა ჩინური. ამას პასუხი უნდა გაეცეს ამიტომ, მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩვენ უნდა MEGOBARI Act-ის  წარდგინებით, საქართველოს წარმომდგენლებთან და ასევე სენატის და კონგრესმენების წევრებთან ერთად, მოხდეს სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიას და ახორციელესბს რეპრესიებს მოქალაქეების მიმართ. ეს ძალისხმევები საქართველოში წამყვან პირებთანაა დაკავშირებული. ასევე საჭიროა სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს საქართველოში არჩევნებამდე და MEGOBARI Act-ის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომელიც უნდა დამყარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის. – განაცხადა უილსონმა.

მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად კვეთენ აშშ-ის სამხრეთ საზღვარს, თავშესაფარს ვერ მიიღებენ – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულების თანახმად, მიგრანტები, რომლებიც არალეგალურად კვეთენ აშშ-ის სამხრეთ საზღვარს, თავშესაფარს ვერ მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

შეზღუდვები გავრცელდება იმ პერიოდებში, როდესაც მიგრანტების ნაკადი გადააჭარბებს მექსიკასთან საზღვარზე გამტარუნარიანობის შესაძლებლობებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები საშუალებას მისცემს აშშ-ის ხელისუფლებას უფრო სწრაფად გააძევონ ის პირები, რომლებსაც არ აქვთ შეერთებულ შტატებში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი.

აკრძალვა ითვალისწინებს ჰუმანიტარულ გამონაკლისებს უპატრონო ბავშვებისთვის და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლებისთვის.

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ეს ზომები დროებითია.

ეს არის ამორალური გაერთიანება – რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის ქარტიაზე

რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის ირგვლივ 17 პარტიისა და 5 პოლიტიკოსის გაერთიანებას სიყალბეს უწოდებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სიყალბე შედეგს ვერ მოიტანს.

„ეს არის ამორალური გაერთიანება, ვინაიდან ის ადამიანები, ვინც ერთმანეთის მიმართ ზიზღით ერთიანდებოდნენ, ახლა პოლიტიკური ინტერესებისა და დავალებების ირგვლივ გაერთიანდნენ. ფაქტია, რომ ამ ადამიანების დაპირისპირებაც და ერთიანობაც არის დაცლილი ყოველგვარი ფასეულობებისა და ღირებულებებისგან. ეს არის ყალბი. შესაბამისად, შეუძლებელია სიყალბე შედეგიანი იყოს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქარტიას 17 პარტია და 5 პოლიტიკოსი უერთდება.

საქართველოს მთავრობა მიზანში იღებს სექსუალურ უმცირესობებს, მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც ქვეყნის მომავლის განადგურებისკენაა მიმართული – მიხაელ როთი

კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს.

მისი თქმით, საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც ქვეყნის მომავლის განადგურებისკენაა მიმართული.

„კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს. ლგბტი-ს წინააღმდეგ რუსულ სტილში რეპრესიები საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია. მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მომავლის განადგურებისკენაა მიმართული“, – წერს როთი.

საქართველოში სიტყვა “სანქციების” ხსენებამ უკვე კომიკური ხასიათი მიიღო-ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოში სიტყვა „სანქციების“ ხსენებამ უკვე კომიკური ხასიათი მიიღო, ვინაიდან მუდმივად გვესმის, რომ იქნება სანქციები, მაგრამ არ ჩანს ეს სანქციები, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საუბრების მიზანია მუქარა ხელისუფლებაზე და ეს საკითხი შანტაჟის თემად გადაიქცა.

​„ჩნდება მეორე შეკითხვა – რამდენად არ შეშინდა ხელისუფლება და რამდენად პრინციპული აღმოჩნდა ის თავისი სუვერენიტეტისა და შიდა საქმეების განსამტკიცებლად? პასუხია მარტივი – არა. ჩვენ, ქართველებს გვაქვს ერთი ყველაზე მთავარი რამ – როდესაც ასეთი შანტაჟით გვემუქრებიან, როდესაც ისეთ რაღაცებს მოგვიწოდებენ, რაც არის სამართლიანი ჩვენთან მიმართებაში და განსაკუთრებით თუ ეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება, პრინციპულობას ვიჩენთ ჩვენ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილი გამოდის – არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არაგამჭვირვალეა, რადიკალური ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს ასრულებენ საკუთარ დაპირებებს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამ ჯგუფებმა საზოგადოების გარკვეული ნაწილი აყოლიება შეძლეს, მოაწყვეს მიტინგები. მაგრამ სწორედ არჩევნები აჩვენებს იმას თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ხელისუფლებას.

თუ უკრაინას მივცემთ უფლებას დასავლური იარაღით დაარტყას რუსეთის ტერიტორიას, მაშინ დადგება შედეგები რუსეთის ძლიერი რეაქციით- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა ახლა მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს რომელი გზა აირჩიოს – კონფლიქტის იზოლირება და დიპლომატიური გზის პოვნა თუ ომში უფრო ღრმად ჩაბმა.

„თუ უკრაინას მივცემთ უფლებას [დასავლური იარაღით] დაარტყას რუსეთის ტერიტორიას, მაშინ დადგება შედეგები რუსეთის ძლიერი რეაქციით, ხოლო ნატოს ჩარევის რისკი ჩვენგან ერთ ნაბიჯში იქნება“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

გასულ კვირას უკრაინამ დაადასტურა, რომ შეზღუდული ნებართვა მიიღო რუსეთზე ამერიკული იარაღით დარტყმისთვის.

თეთრ სახლში განმარტეს, რომ ამერიკული იარაღით დარტყმის ნებართვა ვრცელდება არა მხოლოდ ხარკოვის ოლქის, არამედ სუმის ოლქის მოსაზღვრე ტერიტორიებზეც. ამავდროულად, ნებართვა არ ვრცელდება ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე.

მოგვიანებით, მარტში „ჰამასმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული პირები ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს დაიღუპნენ, ისევე როგორც სხვა ათეულობით მძევალი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ მათ სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, სიკვდილით დასჯილი მძევლების ცხედრები არაერთხელ აღმოაჩინეს.

მშვიდობა იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას და ეს არ ნიშნავს ნატო-ს ნაწილად ყოფნას – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის დამკვიდრება გარანტირებულად ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას და ამისთვის ნატო-ს წევრობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „თაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, „როგორ გამოიყურება მშვიდობა უკრაინაში“, ბაიდენი პასუხობს: „მშვიდობა იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ვეღარასდროს, ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. ასე გამოიყურება მშვიდობა. და ეს არ ნიშნავს ნატო-ს, ნატო-ს ნაწილად ყოფნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორც სხვა ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას, რათა მათ მომავალში საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. სწორედ მე ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ მზად არ ვარ უკრაინის ნატოიზაციის მხარდასაჭერად“.

ბაიდენი განმარტავს, რომ როდესაც ის სენატორისა და ვიცე-პრეზიდენტის რანგში უკრაინას სტუმრობდა, იქ კორუფცია მაღალ დონეზე იყო და, შესაბამისად, გარემოებაც რთული იყო. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა არ უნდა მისცეს უკრაინას დაცემის საშუალება, რადგან მას მიჰყვება რუსეთის საზღვრის გასწვრივ არსებული სხვა ევროპული ქვეყნებიც. „საქმე ისაა, რომ თუკი ჩვენ უკრაინას დაცემის საშუალებას მივცემთ, ნახავთ, რომ დაეცემა პოლონეთი და ყველა სხვა ქვეყანა რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ბალკანეთიდან ბელარუსამდე“, – აცხადებს ბაიდენი.

სამხედრო-სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის ხარჯზე აკეთებენ მილიარდებს -ედიშერ გვენეტაძე

სამხედრო-სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის სისხლისა და ცრემლების ხარჯზე აკეთეს და აკეთებენ მილიარდებს!, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა, ახლა საქართველოც ისეთივე მდგომარეობაში იქნებოდა, როგორშიც უკრაინაა. თუმცა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ საფრთხე ისევ არსებობს და არჩევნებზე ხალხმა პოლიტიკიდან საბოლოოდ უნდა გააძევოს ქვეყნის მოღალატეები.

„აი ეს არის სახე რეალური იმპერიალიზმის! დასავლეთის იმპერიალისტები რუს იმპერიალისტებთან ალიანსში (ეს რომ ასეა ზელენსკიც ადასტურებს) უკრაინას დაჰპირდნენ მიგიღებთ ნატოსა და ევროკავშირშიო! შეაქეზეს, ჩააბეს, საშინელ გამანადგურებელ ომში! შემდეგ უთხრეს უკრაინელებს თუ რუსეთს დაამარცხებთ მიგიღებთ ნატოში(ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა?)! სამხედრო-სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის სისხლისა და ცრემლების ხარჯზე აკეთეს და აკეთებენ მილიარდებს! ახლა კიდევ ბაიდენ-ჩერნენკოს პირით აკეთებენ განცხადებას: რა ნატო, რის ნატო, უკრაინელებო თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო! ამიტომაც, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა დღეს იგივე დღეში იქნებოდა საქართველო, რომელშიც უკრაინაა გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ემისრების ლომჯარია, გიგაური, გვარამია, მელია, ხაზარაძე, ხატიას შუამავლობით! თუმცა საფრთხეს 26 ოქტომბრამდე არ გაუვლია! ამიტომ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობავ ჰკა მაგათ, მაგ წუპაკ-მამაძაღლებს! საბოლოოდ გავაძევოთ ქართული პოლიტიკიდან ეს არაადამიანები და მივუჩინოთ ის ადგილი, რომელსაცსაქართველოს მოღალატე-გამყიდველნი და ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრების მოსურნენი იმსახურებენ!”, – წერს გვენეტაძე.

“რატომ უშლიან ხელს გამოძიებას, სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?” –რატი იონათამიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს მათ ოფისთან მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს. ეს ქმედება მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ამ პარტიის წარმომადგენლებმა ან ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია – დამნაშავეებს ხელს აფარებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციას ხელს უშლის და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა.

იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებს, აღნიშნული გარემოებით დაინტერესდნენ.

„„Ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია – ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ. ამას ყველაზე ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, პოლიციას ხელს უშლიან და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა. მათ შორის, ყველაზე საინტერესოა უწყვეტი ჩანაწერი, რომელიც მათ გააჩნიათ და შეგნებულად მალავენ. განსაკუთრებით საყურადღებოა განვითარებული მოვლენების პირველი ეპიზოდის ამსახველი კადრები, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ექსკლუზიურად გასაჯაროვდა და სადაც ცხადად ჩანს, როგორ ემუქრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლები ბიტითა და იარაღის სროლით ადამიანებს. როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ვიდეოკამერებზეა ასახული. ფაქტია, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას შეგნებულად მალავს. აქვე, მოვუწოდებთ მათ ოფისში სტუმრად მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას, სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?“ – წერს რატი რატი იონათამიშვილი.

“ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლებიდან 80-ამდეა ცოცხალი -Politico

ისრაელის მთავრობის განცხადებით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლებიდან 80-ამდეა ცოცხალი. მათივე ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისას „ჰამასმა“ 1 200-ამდე ადამიანი მოკლა და 250-ამდე გაიტაცა, რომელთაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებს. აღნიშნული 250 პირიდან 100-ამდე უკვე გათავისუფლებულია, დაახლოებით 70-დან 80-ამდე კი დაღუპული.

ისრაელმა კიდევ ოთხი მძევლის დაღუპვის შესახებ ცნობა ორშაბათს, 3 ივნისს გაავრცელა. სამი მათგანი ჰამასის მიერ დეკემბერში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, სადაც ისინი გათავისუფლებას ითხოვენ.

მოგვიანებით, მარტში „ჰამასმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული პირები ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს დაიღუპნენ, ისევე როგორც სხვა ათეულობით მძევალი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ მათ სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, სიკვდილით დასჯილი მძევლების ცხედრები არაერთხელ აღმოაჩინეს.

საპირწონედ რას გვთავაზობენ – უნდა ივაჭრო შენი ქვეყნის სუვერენიტეტით? სხვა რას უკავშირდება მათი მუქარები, რომ დაგვასანქცირებენ, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ და ა.შ. – მიხეილ ყაველაშვილი

როცა შენ იმ განწყობით ხარ, რომ სიმართლე შენს მხარესაა, თუ დაიწყე, ეს შეიძლება ვიღაცისთვის მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ უნდა გააგრძელო, თორემ რა გინდა ხელისუფლებაში და საჯარო სივრცეში, – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეეხო იმას, თუ რის სანაცვლოდ ითხოვენ პარტნიორები ქვეყნის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას და უკან დახევას.

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის სუვერენიტეტის თემით ვაჭრობა, მით უმეტეს, რომ ხელისუფლების და საზოგადოების პოზიცია ამ საკითხში თანხვედრაშია. თანადგომა, რომელიც საზოგადოებამ აჩვენა, ყაველაშვილის თქმით, იმაშიც გამოიხატებოდა, რომ, მუდმივად ისმოდა შეკითხვა, ხომ არ აპირებდა ხელისუფლება უკან დახევას.

„საპირწონედ რას გვთავაზობენ – უნდა ივაჭრო შენი ქვეყნის სუვერენიტეტით? სხვა რას უკავშირდება მათი მუქარები, რომ დაგვასანქცირებენ, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ და ა.შ. ეს არის მოცემულობა? რომელი მოქალაქე მოგვთხოვს სუვერენიტეტით ვაჭრობას? არ გვეტყვის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ იცავ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის გამოო? მნიშვნელოვანი რა არის – ამ ადამიანების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების (ჩვენ შარშან მცირე ნაწილი ვიყავით და ახლა ეს გაითავისა 84 დეპუტატმა და ხელისუფლების და საზოგადოების ბევრმა წევრმა) ზეწოლა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია. როცა შენ იმ განწყობით ხარ, რომ სიმართლე შენს მხარესაა, თუ დაიწყე, ეს შეიძლება ვიღაცისთვის მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ უნდა გააგრძელო, თორემ რა გინდა ხელისუფლებაში და საჯარო სივრცეში? თუ ისტორია არ გახსოვს და არ იცი რისთვის იბრძოდა შენი წინაპარი – გადარჩენისთვის. სწორედ ეს გადარჩენის აქტი დაგვანახა საზოგადოებამ და გვკითხა უკან ხომ არ დაიხევთო. ამაში ვართ ერთიანი და მივალთ არჩევნებამდე. სხვა გზა ჩვენს საზოგადოებას არ აქვს. რასაც ჩვენ ვიძახდით „ფანჩატურ 2“-ზე გამართლდა, ეს ის „საზოგადოებაა“, რომელიც გარედან დაკვეთითაა დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა ერთმანეთს ვერ იტანენ,” – განაცხადა ყაველაშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, უკვე წლებია, რაც არასამთავრობო სექტორი რაღაც კასტას წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

„ზოგჯერ იმდენად დიდია მათი გავლენა, რომ ხშირად პოლიტიკოსებზე მეტის უფლებას აძლევენ თავს, ოღონდ ეგაა, რომ ქართველი ხალხის არჩეულები ისინი არ არიან. ისინი არიან პირდაპირ გარედან დაფინანსებულები და ბედავენ (გაბედეს კიდეც, როცა ჯერ არჩევნების გაყალბებას მოაწერეს ხელი და შემდეგ ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს) ხალხის სახელით საუბარს. ვინ ხართ თქვენ, რას წარმოადგენთ? მე ამ ხალხმა ამირჩია, თან უმრავლესობამ და მეც ვერიდები საქართველოს სახელით საუბარს, რადგან ოპოზიციის ამომრჩეველსაც ვითვალისწინებ. შენ ვინ ხარ, არასამთავრობო ორგანიზაცია რომ მეუბნები ტექნიკური მთავრობა უნდა ავირჩიოთო, ვინ მოგცა ამის ლეგიტიმაცია?“ – აღნიშნა ყაველაშვილმა.