Home Blog Page 562

სერგეი ლავროვის განცხადებით, „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს”

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.

„საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა სამართლიანად აფასებს წარსულს. მათ ეს თქვეს კიდეც, რომ „ისტორიული შერიგება უნდათ“. რა სახით და ფორმით შეიძლება, ეს შერიგება მოხდეს, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, იქ გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზებისა, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფისა… მხარეების დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით, დავეხმაროთ“, – განაცხადა ლავროვმა გაეროს გენასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

,, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი”- ბიძინა ივანიშვილი

დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ესაა ბრძოლა მოსახლეობის დიდი ხნის ნატვრის – საქართველოს გაერთიანების ასასრულებლადაც, რომლის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. ამ საკითხზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულება, ივანიშვილის შეფასებით, ნათლად წარმოაჩენს მათ მიზანს – საქართველო მუდმივად დაპირისპირების რეჟიმში იყოს.

„ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც – კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი! ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს– საქართველომუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. 26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­რეგ­ნუ­ლად და­ძა­ბუ­ლი ფო­ნი­სა და შფოთვი­თი გან­წყო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იგ­რძნობთ სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბას, სურ­ვილს არა მხო­ლოდ თა­ვად დატ­კბეთ ცხოვ­რე­ბით, არა­მედ გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც გა­ა­ხა­ლი­სოთ. თქვე­ნი ქა­რიზ­მა იზ­რდე­ბა, სხვე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევთ, რაც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ თქვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. შე­ე­ცა­დეთ მეტი დრო და­უთ­მოთ შვი­ლებს ან გა­ა­ტა­როთ დრო მე­გობ­რებ­თან ერ­თად! გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს კვი­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად და და­ი­მუხ­ტეთ და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით.

კურო

ენერ­გია საკ­მა­რის­ზე მეტი გაქვთ, მო­ი­მა­ტებს ენერ­გი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის წყურ­ვი­ლი. იმის­თვის, რომ არ ჩაგ­თვა­ლოთ ექ­სცენ­ტრი­კულ ადა­მი­ა­ნად, უმ­ჯო­ბე­სია მო­იქ­ცეთ უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და არ ჩა­იც­ვათ “ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო” ერ­თად! გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მზად არი­ან მო­გის­მი­ნონ და გა­ნი­ხი­ლონ თქვე­ნი თვალ­საზ­რი­სი ამა თუ იმ პრო­ცეს­ზე. თქვე­ნი ენა­მახ­ვი­ლო­ბაც მო­ი­მა­ტებს და შე­გიძ­ლი­ათ ეს კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნოთ – მა­გა­ლი­თად, სა­სარ­გებ­ლო ნაც­ნო­ბო­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად ან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის მას­თან, ვინც დიდი ხა­ნია მოგ­წონთ.

ტყუ­პი

ვარ­სკვლა­ვე­ბის გან­ლა­გე­ბა ისე­თია, რომ მშვი­დი ცხოვ­რე­ბა მალე არ დად­გე­ბა, ნაც­ნო­ბე­ბი და კო­ლე­გე­ბი სა­კუ­თარ თავს გა­მუდ­მე­ბით შე­გახ­სე­ნებთ. მო­ემ­ზა­დეთ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის­თვის, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გან­სჯის­თვის. კვი­რა შე­სა­ფე­რი­სია ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, სხვა­დას­ხვა მოხ­სე­ნე­ბის შევ­სე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვის­თვის. ამ შა­ბათ-კვი­რას იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბა: გა­და­დეთ არა­სა­ჭი­რო საქ­მე­ე­ბი და, თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, პა­სი­უ­რად და­ის­ვე­ნეთ ან ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში სა­ხე­ტი­ა­ლოდ.

კირჩხი­ბი

კვი­რა მდი­და­რია რთუ­ლი და გარ­დამ­ტე­ხი მოვ­ლე­ნე­ბით. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად იქ­ნე­ბით ბევ­რი რამ გა­ა­კე­თოთ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. მდიდ­რუ­ლი ნივ­თე­ბი­სა და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის ფლო­ბის სურ­ვი­ლი გა­გა­გი­ჟებთ, მაგ­რამ თავს ნუ და­კარ­გავთ, თქვე­ნი და­ნა­ზო­გი მალე გა­მო­გად­გე­ბათ! თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­გიჩ­ნდათ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, აი­ღოთ სეს­ხი მო­დუ­რი ბრენ­დის შე­სა­ძე­ნად, უმ­ჯო­ბე­სია კარ­გად და­ფიქ­რდეთ და აწონ-და­წო­ნოთ და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, ვიდ­რე აჰ­ყვეთ თქვენს მა­ტე­რი­ა­ლურ სურ­ვი­ლებს.

ლომი

არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და, ამავდრო­უ­ლად, სა­ო­ცა­რი პე­რი­ო­დია! კვი­რის და­სა­წყის­ში, მიდ­რე­კი­ლი იქ­ნე­ბით ობი­ექ­ტუ­რად აღიქ­ვათ ის, რაც თქვენ გარ­შე­მო ხდე­ბა, თით­ქოს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უწყვე­ტი ძი­ე­ბაა! მაგ­რამ, ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, გა­გი­მარ­თლებთ და ყვე­ლა­ფე­რი სა­ოც­რად მარ­ტი­ვად და სწრა­ფად გა­მო­ვა. ასე რომ, ისარ­გებ­ლეთ ამ კვი­რის ხა­ლი­სი­ა­ნი ენერ­გი­ით და მო­აგ­ვა­რეთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი, თუნ­დაც ის, რისი გა­დაჭ­რაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გე­გო­ნათ. მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში ცვლი­ლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ ჯერ არ ჩანს.

ქალ­წუ­ლი

ნუ ჩი­ვით რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ გაქ­ცევთ. ამ კვი­რა­ში პი­რი­ქით იქ­ნე­ბა საქ­მე. ვერც ფლირ­ტის­თვის მო­იც­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­მა­გი­ე­როდ, ენერ­გია საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. თა­ვი­სუფ­ლად მი­დით უფ­როს­თან და აი­ღეთ და­მა­ტე­ბი­თი პრო­ექ­ტი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში.

სას­წო­რი

სა­უ­კე­თე­სო დროა სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის­თვის. ან წა­დით სა­მოგ­ზა­უ­როდ, მივ­ლი­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია გეგ­მავ­დით. კო­მუ­ნი­კა­ცია რო­გორც პრო­ფე­სი­ულ სა­კი­თხებ­ზე, ისე საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კარ­გად ვერ წა­რი­მარ­თე­ბა. და ნე­ბის­მი­ერ, მეტ-ნაკ­ლე­ბად მარ­ტივ ამო­ცა­ნა­ში კი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა. ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა, ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბის დრო­საც კი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტი შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა ამ კვი­რის შუა დღე­ებ­ში.

მო­რი­ე­ლი

ვარ­სკვლა­ვე­ბი არ გირ­ჩე­ვენ არა­ნა­ი­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნას, ხოლო ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რე­ბი, პი­რი­ქით, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს წა­ა­წყდე­ბით. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კონ­ცენ­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­გი­ჭირ­დე­ბათ. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ქმე­დე­ბით სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობთ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ იპო­ვოთ ახა­ლი გზე­ბი თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის.

მშვილ­დო­სა­ნი

მიდ­რე­კი­ლი იქ­ნე­ბით თქვე­ნი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის­კენ, ამ­ჯო­ბი­ნებთ თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ე­ბის მა­გივ­რა­დაც სა­უ­ბარს. თუ გაქვთ კი­თხვე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, უმ­ჯო­ბე­სია პირ­და­პირ დი­ა­ლოგ­ში ჩა­ერ­თოთ ყვე­ლა ეჭ­ვის გა­სა­ქარ­ვებ­ლად. პლა­ნე­ტა­რუ­ლი ას­პექ­ტე­ბი გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ამ­ყა­როთ სა­სარ­გებ­ლო კავ­ში­რე­ბი და მათი დახ­მა­რე­ბით მი­აღ­წი­ოთ თქვენს მიზ­ნებს. შეძ­ლებთ მარ­ტი­ვად მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, უნდა ეცა­დოთ იყოთ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, იტ­რი­ა­ლოთ სხვა­დას­ხვა წრე­ში და და­ამ­ყა­როთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ნაც­ნო­ბო­ბა.

თხის რქა

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ გან­წყო­ბა არის წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას. ასე­ვე თქვე­ნი ოჯა­ხის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და თქვენ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ახი­რე­ბე­ბი. კვი­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ფონი აგი­მაღ­ლებთ იმ­პულ­სუ­რო­ბას და სურ­ვილს, და­იც­ვათ თქვე­ნი აზრი ბო­ლომ­დე. კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­ჯო­ბე­სია არ და­გეგ­მოთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი ან და­გეგ­მოთ სე­რი­ო­ზუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მაგ­რამ ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა მშვე­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა და უამ­რავ და­დე­ბით ემო­ცი­ას მო­გი­ტანთ.

მერ­წყუ­ლი

ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნის სურ­ვილ­მა შე­იძ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­ში გა­მო­იწ­ვი­ოს აგ­რე­სი­უ­ლო­ბა და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი კონ­კუ­რენ­ტე­ბი­სა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის­გან. სი­ა­მა­ყის შე­ლახ­ვა ად­ვი­ლია, ამი­ტომ ეცა­დეთ, თქვენს მი­მართ არა­ვი­თარ კრი­ტი­კა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნოთ. ნაც­ნობ გუნდში, სამ­სა­ხურ­ში, შეძ­ლებთ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და კარ­გი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას. ასე­ვე, კვი­რა ხელ­საყ­რე­ლია იმის­თვის, რომ და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც დაგ­როვ­და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც, რო­გორც წესი, თვალს არი­დებ­დით.

თევ­ზე­ბი

ემო­ცი­ე­ბი და­ი­ძა­ბე­ბა, ვნე­ბე­ბი ადუღ­დე­ბა და სა­უბ­რე­ბი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბით დას­რულ­დე­ბა. მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა პი­რად ფრონტზე ცვლი­ლე­ბებ­ზე ფიქ­რი, ასე რომ შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ახ­ლოთ თქვე­ნი პრო­ფი­ლი გაც­ნო­ბის სა­იტ­ზე და გა­აქ­ტი­ურ­დეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ხოლო მათ­თვის, ვინც ურ­თი­ერ­თო­ბა­შია, გირ­ჩევთ გა­ა­ნე­ბივ­როთ რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რი სან­თლის შუქ­ზე ვახ­შმით ან უქ­მე­ებ­ზე მო­ა­წყოთ პიკ­ნი­კი. კვი­რა ასე­ვე შე­სა­ფე­რი­სია ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­სამ­გზავ­რებ­ლად ან შორ მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის­თვის.

რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ – უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

“უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის შესახებ პირველები თვითონ რუსები გაიგებენ. პირველები გაიგებენ, და მხოლოდ შემდეგ იქნება ოფიციალური განცხადება გაკეთებული“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე “ერთმნიშვნელოვანი საბოლოო გადაწყვეტილება” ჯერ არ არის, მაგრამ ზელენსკიმ “მოლაპარაკებები ჩაატარა ყველა მხარესთან, ვისზეც ეს გადაწყვეტილებაა დამოკიდებული, ვისაც შესაბამისი შესაძლებლობების მიწოდება შეუძლია – იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და, რა თქმა უნდა, აშშ”.

ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის მხრიდან “ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა” არსებობს პარტნიორების მიმართ “არგუმენტებით, ყველა ამოცანით, ყველა ახსნით იმის შესახებ, პრაქტიკაზე კონკრეტულად რის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს ეს ნებართვა”.

29 სექ­ტემ­ბრი­დან დე­და­მი­წას­თან ახა­ლი, დრო­ე­ბი­თი თა­ნამ­გზავ­რი – მინი მთვა­რე გა­მოჩ­ნდე­ბა

29 სექ­ტემ­ბრი­დან დე­და­მი­წას­თან ახა­ლი, დრო­ე­ბი­თი თა­ნამ­გზავ­რი – მინი მთვა­რე გა­მოჩ­ნდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა, ას­ტე­რო­ი­დი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ში მალე შე­მო­ვა და ორ თვეს გა­ა­ტა­რებს. რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მისი მი­სია დე­და­მი­წის გრა­ვი­ტა­ცი­ის დრო­ე­ბით და­ბა­ლან­სე­ბაა.

მკვლევ­რე­ბის თქმით, მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ტე­ლეს­კო­პის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვერ და­ი­ნა­ხავთ.

NASA-ს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა პა­წა­წი­ნა ას­ტე­რო­ი­დი, რო­მელ­საც 2024 PT5 უწო­დეს, 7 აგ­ვის­ტოს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ას­ტე­რო­ი­დი მო­ვი­და “არ­ჯუ­ნას“ ას­ტე­რო­იდ­თა სარ­ტყლი­დან. ის დე­და­მი­წის ორ­ბი­ტას 29 სექ­ტემ­ბერს შე­უ­ერ­თდე­ბა და 25 ნო­ემ­ბერს და­ტო­ვებს.

ას­ტე­რო­ი­დი 2024 PT5 და­ახ­ლო­ე­ბით ავ­ტო­ბუ­სის ზო­მი­საა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მინი მთვა­რე დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე მხო­ლოდ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა, ის პლა­ნე­ტას­თან სი­ახ­ლო­ვეს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები”- შალვა პაპუაშვილი

„მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩვევნების შედეგების აღიარების მიუხედავად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები ქვეყნის შიგნით.

„ზოგადად, საინტერესო დოკუმენტია. თქვენ სხვადასხვა ადამიანის მხრიდან მოგისმენიათ შეფასებები, თითქოს სპეცსმსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილია ესა თუ ის ქმედება. ამ დოკუმენტს თუ წაიკითხავთ, ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს კლასიკური მაგალითი, სადაც პირდაპირ გაწერილია არეულობის გეგმა. მათ შორს, იხილავთ ისეთ ნაწილებს, სადაც წერია, რომ „ქართული ოცნების“ უცხოელი დამკვირვებლის დასტურით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, თუკი არავინ, არცერთი დამკვირივებელი, გარე აქტორები კითხვის ნიშანს არ შეიტანენ, მოუწოდებს აშშ-ს და ევროკავშირს, რომ უნდა დააკვირდნენ პროტესტს, რომელიც ამას მოჰყვებაო. იმას კი არ ამბობენ, რომ ამერიკამ და ევროპამ უნდა უთხრას თავის „ენჯეოებს“, რომ აღიარონ არჩევნები და პროტესტს შეეშვან. პირდაპირ დებს სცენარს, რომ პროტესტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული იქნება ეს დამკვირვებლების მხრიდან და ამ პროტესტს უნდა მიეხმარო. ეს რა არის, თუ არა პირდაპირი სცენარი არეულობის და დემოკრატიის ძირის გამოთხრის. ამიტომ ეს დოკუმენტი, საერთოდ არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულო ბოლო ანგარიშში აღნიშნულია: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აცრა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაიკეთონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა, ყოველწლიურად ვაქცინა იცვლება, რადგან ყოველწლიურად გრიპი ახალი ვარიანტებით ვრცელდება.

„ამიტომ წლევანდელი ვირუსის შემადგენლობით არის განსაზღვრული ვაქცინა, რომელიც უკვე შესყიდულია. ველოდებით ოქტომბრის 15 რიცხვამდე ვაქცინა უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ვაქცინა, რომელიც არის შესყიდული, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის წარმოების „ებოტის“ ვაქცინა, ოთხკომპონენტიანია, ანუ კიდევ უფრო მეტ ვარიანტს ფარავს ვიდრე სამიანი. ეს არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება.

„პირველ რიგში იქნებიან ჩართულნი რისკის ჯგუფები. ვაქცინაცია დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევარში. ეს სრულად საკმარისი დროა, იმიტომ რომ საქართველოში ჩვეულებრივად გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში იწყება ხოლმე გრიპის მატება. ახლა ფიქსირდება რესპირატორული ვირუსები. შემოდგომაა, მით უმეტეს საკმაოდ გრილი შემოდგომაა, შესაბამისად გაციების ვირუსებმა უკვე დაიწყო ცირკულირება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეუძლებელია ოპოზიციამ, რომელმაც ერეკლე მეფე შეგვიგინა, ღვინო წაგვიბილწა, ეკლესიებს შეურაცხყოფა მიაყენა, გამორიცხულია ხმა მიიღოს კახეთში – შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი კახელებისთვის ძალიან ნათელი არჩევანის დღეა. შეუძლებელია ოპოზიციამ, რომელმაც ერეკლე მეფე შეგვიგინა, ღვინო წაგვიბილწა, ეკლესიებს შეურაცხყოფა მიაყენა, გამორიცხულია ხმა მიიღოს კახეთში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების” ამომრჩევლებთან გამართული ღონისძიების შემდეგ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერი კახელებისთვის ძალიან ნათელი არჩევანის დღეა.

,,დღეს განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა გვქონდა კახეთის მოსახლეობასთან. ტრადიციულად ასეთი შეხვედრები, განსაკუთრებული, ემოციური, ვაზთან ღვინოსთან კავშირში მყოფი საუბრებია და ეს მთელი მუხტი იგრძნობოდა დღევანდელ შეხვედრაში, აქ ერეკლე მე-2 ძეგლთან გამართულ დიდი აქციაში . ვფიქრობ, 26 ოქტომბერი კახელებისთვის ძალიან ნათელი არჩევანის დღეა. შეუძლებელია ოპოზიციას, რომელმაც ერეკლე მეფე შეგვიგინა, ღვინო წაგვიბილწა, ეკლესიებს შეურაცხყოფა მიაყენა, გამორიცხულია ხმა მიიღოს კახეთში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ყველა გამოვიდეს და საკადრისი პასუხი გასცეს იმ ოპოზიციას, რომელიც არაფერს ქართულს, ეროვნულს, ისტორიულს არ დაგიდევს, იმისთვის, რომ ვიღაცამ გარედან ტაში დაუკრას და შეაქოს. ამიტომ, 26 ოქტომბერი იქნება საკადრისი პასუხი ოპოზიციისთვის კახეთიდან,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,შემაშფოთებელია, როდესაც პარტიები თავის ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლის სახით არეგისტრირებენ და ცდილობენ, შექმნან ობიექტური დასკვნების რაღაც ანტურაჟი”- შალვა პაპუაშვილი

შემაშფოთებელია, როდესაც პარტიები თავის ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლის სახით არეგისტრირებენ და ცდილობენ, შექმნან ობიექტური დასკვნების რაღაც ანტურაჟი, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რამდენად ობიექტურები იქნებიან შეფასებისას სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი, რომლებიც აფილირებული არიან ოპოზიციასთან.

„თავისთავად ეს არ არის პირველი შემთხვევა, 2020 წელსაც ჩვენ გამოვავლინეთ ეს ორგანიზაციები და სხვათა შორის მაშინ, რომ უარყოფდა ზოგიერთი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციის აქტივისტი, შემდეგ პარტიებში აღმოჩნდნენ, როგორც ახლა ხდება. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც პარტიები თავის ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლის სახით არეგისტრირებენ და ამით ცდილობენ, შექმნან რაღაც ანტურაჟი ობიექტური დასკვნებისა, როგორც ნახეთ აქამდე დარეგისტრირებული ორგანიზაციების 40 % არათუ რაღაც კავშირში არის პარტიასთან, პირდაპირ მათი ნაწილია, რაც დასტურდება საჯარო წყაროებიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს ეხება არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს.

„ერთ-ერთი ორგანიზაცია არის ევროპის სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქსელი, თუ არ ვცდები, სადაც „ისფედის“, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, ქალბატონი ელენე ნიჟარაძე არის წარმომადგენელი. უბრალოდ დაცინვაა საერთოდ არჩევნების მიმართ, როდესაც ადამიანი, რომელმაც ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით, კინაღამ ააყირავა არჩევნები საქართველოში, ახლა ვნახეთ, რომ თბილად არის მოკალათებული ერთ-ერთ ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული ფანჯრიდან გვიძვრება უკან როგორც დამკვირვებელი. ამას უნდა დააკვირდეს ყველა, ეს დასკვნები სანდო არ არის. ეს აკრძალვა არ არის, თუ არიან პოლიტიკური პარტიის ნაწილები იყვნენ და დააკვირდნენ და შევიდნენ, ამაში პრობლემა არ არის. ამის მხილების მთავარი მიზანი არის, რომ განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა იცოდნენ და კრიტიკულად მიუდგნენ მათ ანგარიშებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია.

„წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა და წამების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში სიკვდილიანობა; აღიკვეთა ბიზნესის რეკეტი და გათავისუფლდა მედია; ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა; 8,5 მილიარდი ლარიდან 30,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაიზარდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი; ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები; რაც კახელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 70%-ით გაიზარდა, 2012 წლის შემდეგ ვენახების ფართობი და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი. 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. თუ 2012 წელს მევენახეების შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ ლარს შეადგენდა, შარშან მევენახეებმა 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღებს, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება; ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა; 680 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს;

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია; ამ ყველაფერთან ერთად, საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

„კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ირჩევს ამორალურ პროპაგანდას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ კახეთი და სრულიად საქართველო აირჩევს მშვიდობას, დამოუკიდებლობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელს მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ერეკლე მეორის მაგინებლების ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ არის”- ბიძინა ივანიშვილი

მოგესალმებით კახელებო, გილოცავთ ალავერდობას!

მივესალმები თელავს, გურჯაანს, ახმეტას, ყვარელს, სიღნაღს, ლაგოდეხს, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს!

მივესალმები აქ მცხოვრებ თუშებსა და ხევსურებს, მივესალმები პანკისელ ქისტებს, ჩვენს აზერბაიჯანელებს: ყარაჯალელებს, იორმუღანლოელებს, კაბალელებს; მივესალმები კახეთის მიწაზე მცხოვრებ ჩვენს სომხებს.

მოგესალმებით პატარა კახის, დიდი ერეკლეს შთამომავლებს, საქართველოს უანგარო პატრიოტებს!

კახეთი, ჩვენი ქვეყნის ეს დალოცვილი კუთხე, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ასე იყო უწინაც, ასე არის ახლაც!

საუკუნეების განმავლობაში, ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას, გმირულად იცავდით ჩვენს მიწა-წყალსა და სარწმუნოებას.  

დღეს რომ საქართველო ცოცხალია და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ამაში თქვენი ლომის წვლილია.

ისტორიულმა ქარტეხილებმა კახელებს მებრძოლი სული და უდრეკი ბუნება ჩამოგიყალიბათ, მაგრამ გენიალური ფიროსმანის პერსონაჟებივით ნათელ და ნამდვილ ადამიანებად დარჩით, კახური მრავალჟამიერივით ძარღვიან, ღირსეულ ქალებად და კაცებად!

„მამული, ენა, სარწმუნოება – სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?” – წერდა ჩვენი ერის მამა, ამ კუთხის შვილი, ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის ბრძოლას და მათ კეთილდღეობას  მიუძღვნა.  

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი  გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს, ამ ქვეყნის შვილებისა და ყველაფერი ქართულის – ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ არც მეტი არც ნაკლები – საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა. ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ეს ყველაფერი უნდა დაეცვა, თუმცა, უცხოელ პატრონებთან ერთად, ისინი პირიქით მოქმედებდნენ – ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდნენ, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ის ეროვნული ფასეულობები, რომელზეც იზრდებოდნენ, იზრდებიან და მადლობა ღმერთს, მომავალშიც გაიზრდებიან ამ ქვეყნის შვილები.

ამ პროცესის ნაწილი იყო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის – ვაზისა და ქართული ღვინის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია, თანაც სად?! ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო საკრალური სასმელია. სადაც კახელმა კაცმა ურთულეს ვითარებაში, გაუთავებელი ომების ქარ-ცეცხლში გამოატარა თავისი მთავარი განძი და ფასეულობა – ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი!

თუკი კახელი და ზოგადად, ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება გინდა, მისი იდენტობის ამ ერთ-ერთ მთავარ ნაწილს უხეშად უნდა შეეხო. ყველაზე კარგად ეს იმ ხალხმა იცის, ვინც დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” სახეს წარმოადგენს და ქართული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ, შეურაცხმყოფელ კამპანიას დღესაც აგრძელებს.  

შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა… აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა” მოევლინებოდა.

ღვინის სამშობლოში ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, რომ ქართველ კაცს, მითუმეტეს კახელს, ვაზის მოვლაზე აეღო ხელი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ” გაცილებით უარესიც შეძლო – ტერორითა და სიღარიბით დაძაბუნებულ ქვეყანას ომის უბედურება დაატეხა თავს.

უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, სწორედ მათ სინდისზეა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა” პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა!

ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა! დღეს, არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუვნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში მხილებას.

ამ დანაშაულის უგულებელყოფა და შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურად მათ უკვე გაიფორმეს ომის დაწყების დანაშაული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ხოლო როდესაც აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი დაიწყება.

სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ”, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!

გარდა ამისა, ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული.

დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა, მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე!

ამის პატიება როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება ამაზე საკადრისი პასუხი არ მოვთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარ-ცეცხლში გახვევაა?!

ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება და მის მოსავალს რისკებისგან ვაზღვევთ, რომ ყურძნის ფასი გავზარდეთ და გასაღების მოშლილი, ტრადიციული ბაზრები აღვადგინეთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვზრუნავთ და ამ მადლიან კუთხეში არცერთი გოჯი მიწა აღარ რჩება დაუმუშავებელი, რადგან ნიჭიერ, გამრჯე ხალხს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალება მიეცათ. თავს ვიწონებთ იმით, რომ კახელი კაცი დღეს წელშია გამართული, რადგან იცის – სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მისი შრომა ფასდება, მთელი რიგი შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

თავს ვიწონებთ იმით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, კახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, ვაშენებთ საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებს და აეროპორტს, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი. უძველესი ისტორიის, კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე კახეთი საოცრად მიმზიდველი გახდა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამ კუთხის ტურისტული პოტენციალი არნახულად გაიზარდა.

რთველის შემდეგ კახელები წლის მოსავალს ლოცავთ. ყოველივე ზემოთქმული, რაზეც ვისაუბრე, მათ შორის ის, რომ დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია, ის რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, ის რომ ერთად ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული  სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი და დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, თავისუფლად ვცხოვრობთ, სწორედ ის საშვილიშვილო  მოსავალია, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. მოსავალი, რომელსაც მოვუარეთ, ვზრდიდით და მის შედეგებს, კეთილდღეობისა და მშვიდობის სახით, დღეს საკუთარ თავზე ვიმკით.

ამ ყველაფერს ჩვენი შრომით, ერთად, მივაღწიეთ და რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ!

მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, ამავდროულად კი საბოლოოდ დავასრულებთ სხვადასხვა, მათ შორის, უცხოური ძალების მიერ ჩვენი მოსახლეობისთვის ფსევდო-ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!

დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.

ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც – კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!

ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების” გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!

დასასრულს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში – მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ!

თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს,  სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. საქართველოში მოქმედი კონფესიების დაცვისა და თავისუფლების გარანტი, როგორც დღემდე, შემდგომშიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების” ხელისუფლება იქნება!

თქვენი, კახელების ხმა კოსმოსში ისმის და დარწმუნებული ვარ, ხმამაღლა გაისმება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც ქუდზე – კაცი გამოხვალთ და უალტერნატივო არჩევანს გააკეთებთ: ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ.

კახელები პირდაპირი ხალხი ხართ, მიკიბულ-მოკიბული საუბარი არ გიყვართ, ამიტომ მეც პირდაპირ გეტყვით – 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას” უნდა დაუჭიროთ მხარი! მწამს, რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის. სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის, მისი სახელით უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას”.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! მრავალჟამიერ ისმოდეს ჩვენი  კეთილი, უტეხი ხმა ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში! 

26 ოქტომბრისარჩევნებიგანიხილესგიორგიკალანდარიშვილმადაკრისალანმაცესკოშიგამართულშეხვედრაზე

კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვას, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებასა და ზოგადად ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებს.

ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს იმ კონტრიბუციის გამო, რომელიც ბრიტანულმა მხარემ სხვადასხვა მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებისთვის უკვე განახორციელა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

თავის მხრივ კრის ალანი საარჩევნო გარემოს და 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩართული მხარეების როლითაც დაინტერესდა. მან გიორგი კალანდარიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ადმინისტრირების მიმართულებით.

შეხვედრა 26 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.