Home Blog Page 544

მამუკა ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ ე.წ. მოლარე და წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია – მამუკა მდინარაძე 

მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა მფლობელებისთვის რეჟიმის მიერ წართმეული „ელიტ ელექტრონიქსი“, ბანკი „კონსტანტა“, კომპანია „მაგნატი“. ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ხაზარაძის კისერზეა ათიათასობით გამოსახლებული ადამიანის ბედი“.

„სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსი“, რომელიც მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საკუთარ თავზე ბანკი „კონსტანტა“, რომელიც ასევე რეჟიმმა წაართვა მფლობელებს. კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე, რომლის მფლობელი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, მისი მრავალმილიონიანი ქონება და ბიზნესი კი ასევე ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა. მის კისერზეა საქართველოში ათიათასობით სახლწართმეული, გამოსახლებული ადამიანის ბედი, მათთვის წართმეული ქონება და ქუჩაში, ბედის ანაბარა დატოვებული ოჯახები. მაშინ, როდესაც რეჟიმი ხალხს ძარცვავდა და ქუჩებში კლავდა, მამუკა ხაზარაძე, რამდენიმე ერთეულ პრივილეგირებულ ბიზნესმენთან ერთად, განუსაზღვრელად მდიდრდებოდა. სააკაშვილმა მას დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა. დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია. ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად, ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობა“ – მამუკა მდინარაძე

გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული “ნაციონალურ მოძრაობის” ძველი ფლანგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდში ყოფნისას გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული. რაც შეეხება ხაზარაძეს, როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. მათ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, შინაარსით და ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან.

სააკაშვილისა და გვარამიას შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. მათ წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა, ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ისინი ვერ ახერხებენ. თუმცა, პატრონებმა აქაც კი სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და მათ ნაცვლად ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება. მათ, პარტიას ნომრით 5, თითქმის მთლიანად დაუშალეს რეგიონული ოფისები და გვარამიას გადააბარეს, მაგრამ იმდენად არიან ისინი ერთმანეთთან, ხოლო ყველა ერთად, დანაშაულთან შეზრდილები, რომ ხალხის მოტყუებას მაინც ვერ ახერხებენ.

ისინი არიან ყველა იმ უბედურების შემოქმედნი, რაც საქართველოს 2003-2012 წლებში დაატყდა თავს, თუმცა, მათი დავალებების უსიტყვო შემსრულებლებად ქცევა ნელ-ნელა, მეთოდურად მოხდა.

თავის მხრივ, ეს გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი თავის დროზე საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მის გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს.

ახალგაზრდების ამ ჯგუფმა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა თავიდან პოზიტიური ენთუზიაზმიც ჰქონდათ, საზოგადოებისა და ქვეყნის მართვა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული, გამოუცდელი ადამიანები იყენებდნენ მართვის მარტივ, მაგრამ უსასტიკეს მეთოდებს, რასაც მათ კარნახობდნენ. წამება, მკვლელობა, დაშინება, ბიზნესის რეკეტი, ხალხის დამონება და ზომბირება – ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობა“ სწორედ პატრონების კარნახით, ხელისუფლების გასამყარებლად და შიშის დასათესად აკეთებდა. ამას მოჰყვა როგორც გახსოვთ 7 ნოემბერი, ქართველი ხალხის პროტესტი და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მარცხის მიუხედავად, სააკაშვილმა გამარჯვებად გაიფორმა და შემდეგ ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გახვია.

ცხადია, არ შეიძლება ნაცმოძრაობის რეჟიმს რაიმე სახის გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტიურაში და მხოლოდ ყველა ბინძურ და კრიმინალურ საქმეზე მოაწერინეს ხელი საბოლოოდ. ცალსახაა, რომ სააკაშვილს და მისი ბანდის წევრებს 2003 წელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად მძიმე დავალებების შესრულება მოუწევდათ, ამიტომ ამ გარემოებამ შესაძლოა “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის გასამართლების პროცესში მათთვის შემამსუბუქებელი როლიც კი ითამაშოს.

სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ. ამ კოლექტიური აგენტურის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ საზოგადოების თვალში კომპრომეტირებული და რეპუტაციაშელახული „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას.

მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და არც პოლიტიკური ალღო აკლია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები ხაზარაძის და გახარიას შესახებ.

მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსი“, რომელიც მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საკუთარ თავზე ბანკი „კონსტანტა“, რომელიც ასევე რეჟიმმა წაართვა მფლობელებს. კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე, რომლის მფლობელი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, მისი მრავალმილიონიანი ქონება და ბიზნესი ასევე საბოლოოდ ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა. მის კისერზეა საქართველოში ათიათასობით სახლწართმეული, გამოსახლებული ადამიანის ბედი, მათთვის წართმეული ქონება და ქუჩაში, ბედის ანაბარა დატოვებული ოჯახები. მაშინ, როდესაც რეჟიმი ხალხს ძარცვავდა და ქუჩებში კლავდა, მამუკა ხაზარაძე, რამდენიმე ერთეულ პრივილეგირებულ ბიზნესმენთან ერთად განუსაზღვრელად მდიდრდებოდა. სააკაშვილმა მას დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა. დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია. ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს მისთვის ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან.

არანაკლებ და შეიძლება კიდევ უფრო მკაფიოდ არის ეს ყველაფერი გახარიას შემთხვევაშიც. მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ცხადია, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა. მაგალითად, ყველასთვის მოულოდნელად ეს გახსოვთ თქვენ კარგად, შევარდა ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, სადაც ისინი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, ხელისუფლება და პოლიცია აღმოჩნდა დამნაშავე. შემდეგ, მომიტინგეების წინაშე სწორედ პოლიციელების და პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა და სამართალდამცველთა იმიჯი დააზიანა. პანკისში, სადაც ქვეყნისათვის საჭირო ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მიზანმიმართულად, სპეცრაზმი და მოსახლეობა ერთმანეთს ისეთი ფორმით დაუპირისპირა, რომ სწორედ სპეციალური დანიშნულების რაზმი დარჩა შეურაცხყოფილი, რაც მასზე გაცემული კონკრეტული დავალება იყო ასევე. შესაბამის პირებთან შეუთანხმებლად ჩაატარა სპეციალური ოპერაცია მესტიაში, ესეც გახსოვთ ალბათ, ხალხს პოლიციის ძალით დაერია და რომ არა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა უსწრაფესი რეაგირება, კონფლიქტი შეიძლებოდა მსხვერპლითაც დასრულებულიყო. აქაც, გახარიას მთავარ მიზანს მოსახლეობის თვალში პოლიციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი, რომელიც მაშინვე ნაცმოძრაობამ ნაკლებად შეიმჩნია, ესეც გახსოვთ და მათმა ტელევიზიებმა და მათმა მედია საშუალებებმაც. ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკითხი არ შეათანხმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა. მან ამით გაუგონარი პროვოკაცია მოაწყო, რასაც რუსეთის მხრიდან მოჰყვა უმძიმესი პასუხი:

მათ ადგილზე, ოკუპანტებმა, გახსნეს სამჯერ მეტი საგუშაგო, წაიღეს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობამ დაკარგა ტყე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, სახელმწიფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი. თუმცა, პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომშიც შესაძლოა გადაზრდილიყო. ეს ქმედება შეგვიძლია განვიხილოთ სავარაუდო პროვოკაციის მინიმოდელად, რასაც ხელისუფლებასთან გაკარების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდენს. საკვანძო მომენტი იყო ასევე 20 ივნისის მოვლენებიც, რომელიც ასევე ძალიან კარგად გახსოვთ თქვენ ყველას, როდესაც პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება იყო გარდაუვალი, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მიაყოლა. გახარიასთვის მთავარი დავალება აქაც ხელისუფლების და პოლიციის დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა.

ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა – თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? და ალბათ გაგიჩნდებოდათ თქვენ ეს კითხვა. პასუხი არ არის მარტივი ნამდვილად, თუმცა ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისათვის, რადგან გახარია ჩამოშორდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრობას. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ.

იმის შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობიდან “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც უკვე ყველაფერი ნათლად დაინახა – გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა შეესრულებინა, ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ დაეკავებინა მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორანით შემოსაპარად დასჭირდა და შემიძლია აქვე დავამატო, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გაიხსენოთ, სად იყო მაშინ სააკაშვილი, იმ დღეებში, როცა გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს.

საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება. შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, წარმოიდგინეთ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული “ნაციონალურ მოძრაობის” ძველი ფლანგი. ერთ-ერთი პირველი და მთავარი დავალება სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება, მათთვის მიცემული დავალება.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი“, – განაცხადა მდინარაძემ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე Shahed-ების საწყობს დაარტყეს, სადაც 400-მდე დრონი ინახებოდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში, იესკის რაიონის ოქტიაბრსკის დასახლებასთან Shahed-ების ბაზას შეუტია, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ 400-მდე თავდასხმის დრონი ინახებოდა, ობიექტური მონიტორინგის შედეგებით დაფიქსირდა სამიზნეზე ზუსტი დარტყმა“, – ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის განცხადებაში.

თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ოქტიაბრსკში „სათავსოებს“ ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა ლოკალიზებული. ოპერატიულ შტაბს არ დაუკონკრეტებია რა ინახებოდა საწყობებში და რამ გამოიწვია ხანძარი.

ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ – იამაიკის ტურიზმის მინისტრი

თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას საქართველოს წარმატებად ღონისძიების მონაწილე, იამაიკის ტურიზმის მინისტრი ედმუნდ ბარტლეტი აფასებს.

ედმუნდ ბარტლეტის თქმით, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ.

„აღფრთოვანებული ვარ იამაიკასა და საქართველოს შორის არსებული თანხვედრით. საქართველომ გაგვაოცა 7 მილიონი ვიზიტორის მასპინძლობით, რაზეც ვეჭვიანობ კიდეც, რადგან ჩვენი რიცხვი 4.3 მილიონია. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნა, რომლის თემაც ტურიზმი და მშვიდობა იყო. მრავალი თვალსაზრისით, ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტურიზმი აკავშირებს ადამიანებს.

დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ“, – განაცხადა ედმუნდ ბარტლეტმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

მათივე ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი

მეტი განაწილება თიბისისგან

თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.

„მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმარებელზე მორგებული, განახლებული პროდუქტი, რომლის მეშვეობით, შეგიძლიათ ნივთის საფასური 36 თვემდე გაანაწილოთ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს ფინანსურ მოქნილობას.

მეტი განაწილებით სარგებლობა მარტივის:

  1. ლიმიტი: პირველ რიგში, თქვენი მობაილ ბანკიდან დაამტკიცეთ განაწილების ლიმიტი.
  2. მეტი განაწილება: სალაროსთან დაასკანერეთ ტერმინალზე გამოსახული QR კოდი. ამის შემდეგ გამოსულ პოპ-აპ ბანერზე, აირჩიე განაწილება 4 თვემდე, რაც უპროცენტოა, ან მეტი განაწილება, რომლის არჩევით, შეგიძლია პროდუქტის საფასური 36 თვემდე გადაანაწილო. რის შემთხვევაში საკომისიო  თვიური 1%, ეფექტური 23.4% იქნება.
  3. მოქნილი არჩევანი: ფუნქციონალი შესაძლებლობას გაძლევს, 36 თვემდე თქვენთვის სასურველი განაწილების პერიოდი აირჩიო და თანხაც სწორედ ამ თვეების მიხედვით გადაანაწილოთ.

თიბისის „მეტი განაწილების“ ახალი ფუნქციონალი განაწილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულს ხდის, რაც მეტად მრავალფეროვან და მოქნილ შოპინგის გამოცდილებას ქმნის თითოეული მომხმარებლისთვის.

R

10 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

„ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 8 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, + 29 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 8 ოქტომერს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება“.

„ჰეზბოლას“ მორიგ იერიშს ისრაელზე მსხვერპლი მოჰყვა – დეტალები

„ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 150 რაკეტა გაუშვა.

BBC-ს ცნობით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა – წყვილი ძაღლთან ერთად სეირნობდა, როდესაც მათ სიახლოვეს ჭურვი აფეთქდა. ეს პირველი შემთხვევაა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის ბოლო ესკალაციის დროს, როდესაც ლიბანური დაჯგუფების იერიშს მსხვერპლი ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაში მოჰყვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ მათი სამიზნე კირიათ შმონაში განლაგებული ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იყვნენ.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა”- პრემიერი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა.

„რაც შეეხება რეზოლუციას და ზოგადად, ევროპარლამენტს, არავისთვის გასაკვირი არ არის ალბათ ასეთი ტიპის ფაქტები – ის სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, იმისათვის, რომ მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა რეალურად ევროპარლამენტში ეს დისკუსია. ამისთვის იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, თუმცა ამ ძალების ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ძალიან ბევრი რამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, რა ძალები მოქმედებენ, რა ინტერესით მოქმედებენ ეს ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენმა თანამოქალაქეებმა ისწავლეს ასევე ისიც, რომ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის, არა მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ დგას სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები. ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ არის საუბარი „ქართული ოცნების” დასჯაზე, ისევ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის” მფარველობაზე. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის. ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც წინა სამი”, – განაცხადა პრემიერმა.

,, ოპოზიციას რეალურად, არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი განავითაროს’- ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას რეალურად, არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი განავითაროს.

„ეს ძალიან კარგად დამტკიცდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შარშანდელი მოვლენებიდან გარკვეული განცდა დარჩა, რომ თუ რევოლუციურ პროცესებს წამოიწყებ, ხელისუფლებას უკან დაახევინებ და ყველაფერზე შეიძლება წამოიყვანო. წელს ყველამ კარგად დაინახა, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი. შესაბამისად, ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც ასევე განწირულია წარუმატებლობისთვის. სახელმწიფო მზად არის ყველაფრისთვის და სახელმწიფო ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებს ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი სხვადასხვა თვალსაზრისით.

„ჩვენ მაშნვე ვამბობდით< რომ ის მუხტი, რომელიც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გავანიავებინეთ წინასწარ. ეს მოხდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესების განვითარებას ვერავითარი შედეგი ვერ ექნება”, – აღნიშნა პრემიერმა. 

ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე – პრემიერი

ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში, – მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ვინაიდან იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე. 

„მოგეხსენებათ, 20 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება და ახლა გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება ეს დასკვნა. არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ იდენტური არა, მაგრამ გარკვეული ტიპის ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თავისთავად, ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში. ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას”- თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად, მარნეულში, სოფელ აღმამედლოში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც თინა ბოკუჩავამ საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

„20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას. 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე. მივდივართ ევროპისკენ, რადგან იქ არის მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიები, ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლება, ჩვენი მშობლებისთვის საუკეთესო ჯანდაცვა, ეს გვინდა ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ერთიანობით, 5 ნომრით, აუცილებლად მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას.

მიშამ ერთ-ერთ თავის სასამართლოზე თქვა, რომ რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი. ხანდახან ცდილობენ, გარკვეული დაბნეულობა შემოიტანონ, განსაკუთრებით რეგიონებში და ყველას გასაგონად თქვა, რომ მისი პარტია არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და 5 ნომერი. დიახ, იმარჯვებს ზუსტად 5 ნომერი, იმარჯვებს მარნეულში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ყველგან, მთელ საქართველოში იმარჯვებს 5 ნომერი. 5 ნომერია სწორედ გამარჯვების ნომერი. 5 ნომერია ის, რომელიც დადებს გამარჯვებას და რომელიც არის მთავარი გასაღები ივანიშვილის მოსაშორებლად, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა სიღატაკე, გაჭირვება, უმუშევრობა, საერთაშორისო იზოლაცია, იძულებითი ემიგრაცია. ივანიშვილი ამ ქვეყანას ჰპირდებოდა უამრავ სოციალურ სარგებელს, მაგრამ ნახეთ, რომ სარგებელი მან მხოლოდ თვისი ჯიბისთვის მოიტანა და არა ხალხისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრისთვის იქნება ეკონომიკა, რომელიც იმუშავებს ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის. ერთიანობით ვიმარჯვებთ, გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი. 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ დიდ გამარჯვებას და გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვენიერი დღეა მგზავრობისთვის. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში კი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან შესაძლოა, თქვენი მოტყუება სცადონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 10 ოქტომბერს დრო თვითგანათლებას და ახალი უნარების ათვისებასაც დაუთმოთ, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ადრე შესრულებული სამუშაოს შედეგებით დატკბეთ. შესაფერისი დროა იმისთვის, რომ კარიერაზე იზრუნოთ და მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო ღონისძიებაში, რომელიც კოლეგებში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება. შესაძლოა, ახალმა პროექტმა ძველის მიტოვება გაიძულოთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ახალი ნაბიჯები უფრო წარმატებული იქნება, შანსი უნდა გამოიყენოთ.

ტყუპები

მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. ეცადეთ ოჯახსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ და არც საკუთარი საჭიროებები დაივიწყოთ. თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია, რადგან წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ და რასაც მოისურვებთ, ყველაფერს აღწევთ. მთავარია, ნეგატიური აზრები თავში არ გაივლოთ. ეცადეთ, დატვირთული დღის ბოლოს ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ და, რაც მთავარია, უცნობებისგან თავი შორს დაიჭიროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს პასუხისმგებლობის აღება, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება და ცვლილებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. საყვარელი ადამიანების რჩევები ძალიან გამოგადგებათ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა კი, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, დრო კულტურული დასვენებისთვისაც გამონახოთ – შეგიძლიათ, საღამოს გამოფენაზე, კონცერტზე ან თეატრში წასვლა დაგეგმოთ.

ლომი

ეს დღე წარმატებული იქნება და სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. უსმინეთ საკუთარ თავს და ენერგია საკუთარი სურვილებისკენ მიმართეთ. კოლეგები თქვენი კარგი მოკავშირეები გახდებიან. ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, ნუ მისცემთ უფლებას, რომ თქვენი პირადი საზღვრები დაარღვიონ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანებისთვის რაღაც ძალიან სასარგებლო გააკეთოთ.

ქალწული

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ. ერთი შეხედვით ძალიან რთული და ჩახლართული საკითხი ადვილად მოგვარდება. მშვენიერი დღეა საბინაო საკითხების მოგვარებისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და ძველი ნივთების გადაყრისთვის. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სირთულეებს რამდენად სწრაფად დაძლევთ.

სასწორი

თუ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლით, სტრესული დღე გელით. გირჩევთ, პრობლემას მეორე მხრიდან შეხედოთ და გამოცდილ ადამიანებს დახმარება სთხოვოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა, რომელსაც თქვენი სიბრძნის და დიპლომატიური უნარების დახმარებით დაძლევთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ხორციანი კერძების მიღებისგან.

მორიელი

რაღაც მოვლენა ძალიან აგანერვიულებთ, მაგრამ თავშეკავება და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. ურთიერთობებში ეცადეთ მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოოთ, თორემ შესაძლოა, დიდ გაუგებრობაში მოჰყვეთ. პარტნიორების მოულოდნელი მოქმედება გაიძულებთ, ბევრი იშრომოთ და შესაძლოა, თქვენთვის უცნობი საქმითაც კი დაკავდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სასურველია, აქტივობა ცოტა შეანელოთ და ძალები აღიდგინოთ. ზოგი მშვილდოსანი ახალ, საინტერესო პროექტს დაიწყებს, რომელიც სწრაფ მოგებას მოიტანს. ხელსაყრელი დღეა წვეულებებისა და ზეიმების მოწყობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, შეუძლოდ ყოფნა არ გემუქრებათ.

თხის რქა

10 ოქტომბერს საშუალება გექნებათ, საკუთარი შრომის შედეგებით იამაყოთ. დასვენების, სულიერი გარდაქმნისა და ეჭვებისგან გათავისუფლების დღეა, რომელიც ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან წარმატებულ ურთიერთობას გააბამთ, თუმცა ზედმეტმა აჩქარებამ და მეტოქეების ჩარევამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს.

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგეტიკული დონე საკმაოდ მაღალია, უმჯობესია, საქმიანი აქტივობა შეანელოთ და შრომატევადი პროექტები არ დაიწყოთ. ამ დღეს შეიძლება, ფინანსურ ან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულმა შეხვედრამ ძალიან გაგანერვიულოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გაუმართლებელ რისკებს უნდა მოერიდოთ.

თევზები

მოულოდნელი მოვლენები და სიურპრიზები გელით. გირჩევთ, გარშემო მყოფთა საუბრებს ყურადღებით უსმინოთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. უფროსი ნათესავების რჩევა ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს მეტი დრო დაუთმოთ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც გამძიმებთ და წინსვლაში ხელს გიშლით.