Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ხელისუფლება მზადაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანოს, “როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში პარტნიორებისგან სამართლებრივ შენიშვნებს მიიღებენ” – პრემიერი

რა თქმა უნდა, კანონპროექტთან დაკავშირებით მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, “პალიტრანიუსის” წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, იქნება თუ არა ხელისუფლება მზად პროექტში ცვლილებებისთვის, როცა ვეტოს პროცედურის ფარგლებში, მის შინაარსთან დაკავშირებით პარტნიორებთან დისკუსია დაიწყება.

ამასთან, უშუალოდ კანონპროექტის სახელწოდების შეცვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე კობახიძემ ასე უპასუხა: “გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა და დავთანხმდებით”.

„ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, როცა ყველა საკითხის განხილვა და შეჯერებაა შესაძლებელი ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, კანონპროექტთან აკავშირებდათ მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ცვლილებებისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის, დასახელებასთან დაკავშირებითაც. ისე რა აზრი აქვს დისკუსიას?!…

ოპოზიციური პარტიების ჟურნალისტები კანონთან დაკავშირებით ვერც ერთ კითხვას ვერ სვამენ, რატომ? რუსულ კანონში გათვალისწინებულია კონკრეტული საკითხები, მაგალითად, ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, გაუქმებაც კი… წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გითხრათ, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ ერთმანეთს, ხომ იკითხავთ, რანაირად არის ეს სიმართლე? ანალოგიურია, არც ცხვირი ჰგავს, არც პირი, არც თვალი, რანაირად არის ეს კანონი რუსული?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შესახებ კითხვას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლარიზაცია ქვეყანაში ხელოვნურად არსებობს, რადგან კონკრეტულმა ძალებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ხელოვნურად დატოვეს.

„ჩვენ ვართ ჩაკეტილი პოლარიზაციის წრეში. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ჯერ კონკრეტულმა ძალებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციად ხელოვნურად დაგვიტოვეს. როგორ შეიძლებოდა „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციად დატოვება? ბუნებრივია, პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავრჩებოდით. სხვა გზა არ აქვთ კეზერაშვილს, ხაზარაძეს და გვარამიას, ასე უნდა მოიქცნენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არც ერთ შემთხვევაში, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას – პრემიერი

სამი ჟურნალისტი ხართ კეზერაშვილის, გვარამიას და ხაზარაძის ტელევიზიიდან და ვერც ერთი კითხვა ვერ დასვით კანონთან დაკავშირებით, ფაქტია, საზოგადოება ხედავს; მხოლოდ 25% უჭერს თქვენს პარტიებს მხარს, ძალიან ცოტა ტყუვდება. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას – გპირდებით, რომ არც ერთ შემთხვევაში კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება” მოსახლეობას არაფერს ატყუებს, დაპირებები შესრულებულია და მომავალშიც შესრულდება.

„ჩვენ მოსახლეობას არაფერს ვატყუებთ, დავპირდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და მივიღეთ სტატუსი, ასევე ხალხს ვპირდებით, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და გაიხსნება მოლაპარაკებები, უფრო მეტიც, ვპირდებით, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი, ვინც დაიმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ეს დაპირებაც შესრულდება,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ის, როგორც პრემიერთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ჟურნალისტი, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისაგან – შალვა პაპუაშვილი

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი.

„უნდა ვიცოდეთ ერთი რამ.

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან. ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი. თან ეს ყველაფერი კეზერაშვილთან და სააკაშვილთან თანადაფინანსებით.

გაუქმებული ჟურნალისტიკა!

P.S. ვიცი, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი ჟურნალისტები (თუნდაც ჩვენდამი კრიტიკულები) ამას ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ, უცხოელი დონორების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, ვერაფერს ამბობენ. ეს არის 21-ე საუკუნის საქართველოს რეალობა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია, საკუთარი 2 მლრდ მან დასავლეთს მიანდო, კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია – პრემიერი

აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი რუსი ოლიგარქი, მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია და საკუთარი თანხა, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს, მან მთლიანად მიანდო დასავლეთს.

„კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი და ვიღაცებისთვის მტკიცება, რომ კაცმა რუსეთიდან მთელი აქტივები წამოიღო, გაასხვისა, 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს კაცი ატარებს რუსულ პოლიტიკას და არ უნდა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაცია. ასეთი აბსურდის გარჩევა გვიწევს საბოლოო ჯამში ჩვენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია – ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს – პრემიერი

დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია – ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ისევე დაიცავს ქვეყანას რევოლუციისგან, „როგორც ბევრჯერ დაიცვა ბოლო სამი წლის განმავლობაში“.

კობახიძის თქმით, საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და მთავრობა სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შეასრულებს.

„როგორც ბევრჯერ დავიცავით ქვეყანა რევოლუციიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახლაც ასე დავიცავთ. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ აქვს რევოლუციის. თუ საუბარია მაიდანზე, ეს იანუკოვიჩის უკრაინა არ არის. არც 2003 წლის საქართველოა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საქართველოსთან ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას, ჩვენი ინსტიტუტები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. სახელისუფლებო გუნდი ძლიერი და ერთიანია. ასეთ ვითარებაში ვერც ძალადობით და ვერც მსგავსი აქტები რადიკალები ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევენ. ეს არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და ჩვენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შევასრულებთ.

მთავარი ფაქტორი ხალხის მხარდაჭერაა. დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს. ხალხმა მშვიდობის ფასი იცის და აქედანაა განპირობებული ის რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში – პრემიერი

კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია. 

„დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს – დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. თქვენი სირცხვილია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობთ, რადგან კეზერაშვილი არის კაცი, რომელიც იყო „2008 წლის ომის გმირი”, თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ და ქვეყანაშიც არ იყო როგორც ამბობენ, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, კეზერაშვილი დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში. კეზერაშვილი ყაჩაღია. ყაჩაღის ტელევიზიაში მუშაობთ ქალბატონო ნინო. ის, რომ ევროკავშირში ცხოვრობს კეზერაშვილი, ეს არის სერიოზული პრობლემა. კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს კაცი ძარცვავდა ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და არ გრცხვენიათ”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას” ჟურნალისტს.

ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით  – პრემიერი მთავარ არხს

რაც შეეხება ძალადობას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ძალადობა, ზოგადად, „ნაცმოძრაობის” ხელწერაა.

„ელისაშვილის ძალადობა გაგიხარდათ, პირდაპირ განცხადებები იყო თქვენი ჟურნალისტების, თუ როგორ გაგიხარდათ ელისაშვილის ძალადობა. გპირდებით, ხვალ დავდებ თქვენს პოსტებს, როგორც დაიდო ეს ინფორმაცია თქვენს „ფეისბუქზე” და ასევე როგორი იყო თქვენი კოლეგების გამოხმაურება ამ ძალადობაზე, „ენჯეოების”, თქვენი თანაპარტიელების და ა.შ.

რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ძალადობა. არც ერთი არ დაგიგმიათ. ეს ხომ სირცხვილია, კოლეგაა. რაღაც ფორმალური კოლეგიალობა მაინც ხომ არსებობს, სირცხვილია. როდესაც სპორტსმენებზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ხომ არ დაგიგმიათ, არ დაგიგმიათ. პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიურად თავად ძალადობთ და ა.შ. ძალადობა არის ზოგადად თქვენი პარტიის ხელწერა. ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით. რა დანაშაულიც არის ჩადენილი, გამოვიძიებთ. ჩვენი დანაშაული არ არსებობს. ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, მაგას აკეთებთ თქვენ 2003 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება ძალადობას, რომელიც განხორციელდა, ბოლომდე ჩავყვებით თითო ფაქტს,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ყველანაირი ძალადობა დასაგმობია, თუმცა ზოგიერთი  ამას მხოლოდ ცალმხრივად აკეთებს.

„თქვენ გმობთ ცალმხრივად ძალადობას, რაც არასწორია. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, „ქართული ოცნების” წარმომადგენელი გააკეთებს – ვგმობ, სახელმწიფოს წარმომადგენელი გააკეთებს – ვგმობ, ოპოზიციის წარმომადგენელი გააკეთებს, ვგმობ,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიზნის მისაღწევად არაფრის წინაშე არ დაიხევთ, გადააბიჯებთ ყველას და ყველაფერს, ხოლო თუ ხელში ჩაიგდებთ რაიმეს, ძნელი იქნება თქვენთვის მისი წართმევა.

კურო

ახალმა რომანტიკულმა წინადადებამ, შესაძლოა, დაგაბნიოთ. გიჭირთ რეალობის აღქმა, იჩქარეთ, თორემ შანსი შესაძლოა, უცბადვე გაქრეს.

ტყუპები

დღეს, ნაყიდი ნივთები მეტად საჭირო და სასიკეთო იქნება თქვენთვის და რეალურად მართლაც სასარგებლო.

კირჩხიბი

დღეს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და კარგად წარმოაჩენთ თქვენს ნიჭსა და იდეებს. დიდი იქნება დაინტერესება ირგვლივ მყოფთაგან.

ლომი

დიდია ცდუნება, აჰყვეთ სხვის ჭკუას და უსარგებლო ნივთი, ან საგანი შეიძინოთ, ნაკლებად ენდეთ რეკლამას და მოუსმინეთ მეგობრებს.

ქალწული

იყავით უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული, შედეგად, დარწმუნებული იყავით, ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით.

სასწორი

იყავით ყურადღებით, არის ალბათობა, მოულოდნელი ფული მიიღოთ. შესაძლოა, იყოს ლატარია, შეიძლება, იპოვოთ კიდეც რამე.

მორიელი

ერიდეთ ფულის ხარჯვას, შესაძლოა, უბრალოდ, რაიმეს საყიდლად გასულს, ცდუნება დაგეუფლოთ და უაზროდ, ფუჭად დახარჯოთ ფინანსები.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, დასახული მიზნის მისაღწევად მეტი ინიციატივა და ძალები გჭირდებათ. იაქტიურეთ და დახმარება ახლობლებს სთხოვეთ.

თხის რქა

ფრთხილად იყავით გრძნობებთან, თქვენმა მოჭარბებულმა ემოციურობამ, შესაძლოა, არასწორი ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ.

მერწყული

დღეს, შეგიძლიათ, შეიძინოთ საჭირო ნივთები, თქვენი წინდახედულობა და საზრიანობა სწორ არჩევანს გაგაკეთებინებთ და კმაყოფილებას მოგიტანთ.

თევზები

თქვენი პოზიტიური ემოციები გადამდები და თქვენს გარემოცვაში პოზიტიური მუხტის შემტანია. ირგვლივ მყოფნი ლიდერად მოგიაზრებენ და საერთო საქმეში მთელს ინიციატივას თქვენ გითმობენ. 

გვესმის განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა – პრემიერი

როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის და ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე რეალური, სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა, არის ზოგადი განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს.

„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, დისკუსიებისთვის, კონსულტაციებისთვის, ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. როცა საქმე ეხება კონკრეტულად ამ კანონს, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს – ნაცვლად ზოგადი განცხადებებისა, გვინდა, მოვისმინოთ კონკრეტული შენიშვნები კანონთან დაკავშირებით, ეს არის სამართლიანი, ღირსეული მიდგომა პარტნიორის მიმართ. ეს არის ერთადერთი რასაც ვითხოვთ. როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის, მზად ვართ ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი მაგალითად შარლ მიშელთან, ბატონ კოპმანთან და სხვებთან, ჩვენს პარტნიორებთან. როგორც კი მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის, უფრო მეტიც მზად ვართ შენიშვნების გათვალისწინებისთვის. დღემდე არც ერთი შენიშვნა რეალურად არ მოგვისმენია, არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ მოგვისმენია, არის ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები – პრემიერი

მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში.

„მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა კანონის ნორმებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს. ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. როცა ვეტო შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები რაც არის, არის კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. თუ მანამდე იყო მხოლოდ ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა და რატომ არ ვარგა ვერ გავიგეთ, არ იყო არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტული განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში – ირაკლი კობახიძე

2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე – რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანას აქვს ხელშესახები მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე სახის გავლენის გაფართოება კი არსებული ხელისუფლების პირობებში 0 %-ია.

„რუსეთისკენ კურსი ეს არის რაღაც სპეკულაციების ერთ-ერთი საგანი. მინდა, შეგახსენოთ ამ კუთხითაც რა არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები. რა იყო წინა ხელისუფლების „მიღწევები” ამ კუთხით და რა შედეგები გვაქვს ჩვენ არსებული ხელისუფლების პირობებში.

მინდა, მარტივად შეგახსენოთ, თუ რა მოხდა 2004-2012 წლებში ამ კუთხით. რუსეთმა გააფართოვა თავისი გავლენა საქართველოში, მათ შორის, ეს გამოიხატა ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით. იცით, რომ უამრავი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციაზე და აღარ გავაგრძელებ. 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, არ გაგვისხვისებია ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციაზე, შესაბამის კომპანიებზე. თუ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში პრორუსული კანდიდატები, პარტიები დაახლოებით 20%-ს იღებდნენ არჩევნებზე, დღეს მათი შედეგი არის 1-2% არაუმეტეს. ჩვენ მოვუგეთ რუსეთის ფედერაციას პრინციპული პროცესები, როგორც ჰააგაში, ასევე სტრასბურგში და მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო სამხედრო აგრესია, ომი, ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ აქტს, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. ეს არის კონკრეტული შედეგები, ნაბიჯები. წინა ხელისუფლების პირობებში იყო 0 წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, იყო პირიქით რუსეთის ფედერაციის გავლენების გაფართოება თვისებრივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე, რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების შედეგებს, გვაქვს თვისებრივი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და 0 პროცენტით რაიმე გავლენის გაფართოება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის შედეგები, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს,”- აღნიშნა პრემიერმა.

ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ირაკლი კობახიძე

ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის.

„რაც შეეხება არის თუ არა კანონი რუსული – კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რაც შეეხება რუსულ კანონს, რას ითვალისწინებს რუსული კანონი – ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი, მაგალითად რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება, შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე – კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციებისა და არამარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით, მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით – ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში, აქაც არის მაგალითად გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.