სალომე ზურაბიშვილი სკამს ჩაებღაუჭება, მერე დაცვის თანამშრომელი უნდა მივიდეს, სკამიდან თითები ააგლიჯოს და უთხრას, „გამობრძანდით ქალბატონო, რას კადრულობთო?“ – რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეიძლება ეს სიგიჟეც გააკეთოს, ისეთ აგონიაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება ისეთი „სისულელეც“ ქნას, რომ გამოვიდეს და თქვას, „მოგიწოდებთ პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საჯარო მოხელეებო, დაიცვათ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტიო“.
„თქვენ რას ფიქრობთ ახლა, სალომე ზურაბიშვილი გაბედავს მიიტაცოს პრეზიდენტის სასახლე? შეიძლება გაბედოს კიდეც ისეთ აგონიაშია. რთული წარმოსადგენია, მაგრამ უფლებამოსილი რომ არ იქნება იქ დახვდება ვინმეს.. ანუ ერთი მხრივ, ეს უნდა ვივარაუდოთ. პირდაპირ დანაშაულში შევა, სკამს ჩაებღაუჭება და მერე ვიღაც დაცვის თანამშრომელი უნდა მივიდეს, ხელები, თითები აგლიჯოს სკამიდან და „გამობრძანდით ქალბატონო, რას კადრულობთო“ უთხრას? როგორ წარმოგიდგენიათ არ ვიცი. მე ვერ წარმომიდგენია. თუ ვიღაცები მიიყვანოს და, აბა, დამიცავითო… შეიძლება ეს სისულელეც ქნას. ისეთ აგონიაშია, შეიძლება გამოვიდეს და თქვას, „მოგიწოდებთ პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საჯარო მოხელეებო, დაიცვათ ერთადერთი ლეგიტიმური [ინსტიტუტი]“. ახლა ამზადებენ ამისთვის ნიადაგს. შეიძლება ეს სიგიჟეც გააკეთოს, ისეთ აგონიაშია და ისეა გასული ყველაფრიდან. შეიძლება ესეც კი გააკეთოს ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ახლა სალომე ზურაბიშვილი თავის სკამს ჩაფრენილი და ვიღაცა თითებს რომ აშვებინებს „გაუშვი, სალომე, ხელი ერთი ამას, არ ვარგაო“. რა ვიცი,“ – განაცხადა მდინარაძემ.