ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა მათგანმა უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლო.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამზარეულოში გაზის ანთებას ცდილობდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი ლიკვიდირებულია.