ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია – გელა მთივლიშვილი

17
spot_img

„მთის ამბების” რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია და ეს ადამიანები თანხას იმ პირობით სწირავდნენ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ სადავო კანონით {„გამჭვირვალობის კანონი“}, დანართი პირველით ვალდებული ხდება დაარღვიოს კონფიდენციალურობის პირობა და გასცეს შემწირველების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ ავალდებულებდა.

„ჩვენს ვებ-გვერდზე, რაც ღიად დევს ინტერნეტში შემოწირულების მიღების წესები გვაქვს გაწერილი წერილობით და საჯაროდ გამოქვეყნებული. ვგულისხმობ შემოწირულებებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისგან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან ვიღებთ, მცირე რაოდენობის თანხით, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის და ამ წესებში არის ასეთი პირობა, რომ არ ვასაჯაროებთ შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, თუმცა მათ მიერ შემოტანილი თანხის შესახებ ცხადია „შემოსავლების სამსახურში“ დეკლარირდება. მათ შორის ეს წესი ვრცელდებოდა 2023 წელზეც, ახლაც და იმ პირობით გვწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

თქვენ სადავო კანონით, დანართი პირველით მავალდებულებთ, რომ დავარღვიო კონფიდენციალურობის პირობა და მოგცეთ ამ ადამიანების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ მავალდებულებს. თქვენ სადავო კანონით, დანართი პირველით მავალდებულებთ, რომ დავარღვიო კონფიდენციალურობის პირობა და მოგცეთ ამ ადამიანების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ მავალდებულებს,“, – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.