პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად და თბილისთან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემაზე კონსულტაციებისთვის.
ელისაშვილი ამბობს, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებამ ძალიან გააბრაზა.
„ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი. ჩემთვის ძალიან მიუღებელი გადაწყვეტილებაა. ქვეყნიდან ელჩის გამოგდება რას ნიშნავს? მერე ქვეყნებს შორის ომი იწყება ხოლმე. აიღეთ და წაიკითხეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება. ზელენსკის ეს მანამდე რომ გაეკეთებინა, გავიგებდი. მეც გული გამისკდა, არ გამოიყურება მხნედ და შეუპოვრად, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, ცოტა სიღრმეში ხომ უნდა ჩახვიდე. სიღრმეში არ ჩავიდა ზელენსკი. როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.