ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი იყო, უკრაინის ყიდვა რუსეთთან ომისთვის, ეს ომი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაციონალური კონსტრუქციაა, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, ახლა კი, ტრამპი და პუტინი ჩვენს თავებზე და ნანგრევებზე თაღს ააშენებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ ომის დაწყებისთვის ყველაფერი გააკეთა, შედეგად დაიღვარა სისხლი, დაკარგულია მილიონობით ადამიანი, ჩამოშლილია ეკონომიკა, მიტაცებული და ცხოვრებისთვის უვარგისია ტერიტორიები, სანაცვლოდ კი არაფერი.
„პრეზიდენტმა ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ ინტერვიუ მისცა: 1. უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს, ქვეყანა შიგნიდან ინგრევა; 2.ზელენსკის არ უნდა დაეშვა ომის დაწყება. ის ომობს გაცილებით დიდი არმიის წინააღმდეგ. გარიგების დადება შეგძვეძლო და ამ შეთანხმებას ფასი არ იქნებოდა, მაგრამ მან ომი გადაწყვიტა; 3.ზელენსკის სამხედრო მზადყოფნაში მყოფი არმია არ ჰყავდა, მსგავს ვითარებაში ნორმალური ადამიანები არ ომობენ; 4.ზელენსკიმ ახლახან თქვა, რომ მზად არის გარიგებაზე, მაგრამ ეს გაცილებით ადრე უნდა ეთქვა; 5. აშშ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერ სანქციებს და ტარიფებს დააწესებს, თუ ის არ დათანხმება, ომის სწრაფ დასრულებას. მაგრამ ამას არ ვისურვებდი, მიყვარს რუსები, შესანიშნავი ხალხია.
ეს არ არის მხოლოდ ტრამპის შეფასება. ეს არის თითქმის, მთლიანად საერთაშორისო და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის, ისტებლიშმენტის შეფასება, რომელიც ფორმირებულია, სულ მცირე, სამი წლის წინ. უბრალოდ ტრამპმა ეს გარეთ გამოიტანა, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციას სხვა მიზანი ჰქონდა – უკრაინის ყიდვა რუსეთთან ომისთვის.
ტრამპი მუდმივად იყენებს ფორმულას „ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“. ეს ომი ბაიდენის და პუტინის მხრიდან სრულად რაციონალური კონსტრუქციაა, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, ახლა კი, ტრამპი და პუტინი ჩვენს თავებზე და ნანგრევებზე თაღს ააშენებენ, და არ გვკითხავენ, ამ ჩარჩოს კონსტრუქციაზე – რამდენსაც არ უნდა პროვოცირებდეს ზელენსკი.
ეს ომი არის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული. პუტინის ბრალია, ხოლო ზელენსკის პასუხისმგებლობა. ომის დაწყებისთვის ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, ომს მაქსიმალურად უაზროდ აწარმოებს, საკუთარი იდიოტიზმისთვის ფასს უკრაინელების სისხლითა და უკრაინის მომავლის იხდის, ომში იპარავს ჩვენს და ამერიკულ ფულს და არ სურთ, მისი დასრულება ახლა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილია და ცხადია, ჩიხში შესული ვითარებაა.
დავღვარეთ სისხლი, დავკარგეთ მილიონობით ადამიანი – დაღუპულები და ლტოლვილებია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან, ეკონომიკა ჩამოშლილია, უამრავი ტერიტორიაა მიტაცებული და ცხოვრებისთვის უვარგისი და სანაცვლოდ არაფერს მივიღებთ.
ყველაფერი, რასაც 2023 წლის სექტემბრიდან ვსაუბრობ, პუნქტობრივად სრულდება.
ჩემი პოზიციაა – ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ომის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდში ხელისუფლებაში იყო, უნდა წავიდეს. მათი წასვლა, ასევე ომის მომზადების, ორგანიზებისა და წარმართვის გამოძიება – უკრაინისთვის ძალიან გრძელი და რთული გზის დასაწყისია“, – წერს ალექსეი არესტოვიჩი.