ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესახებ, რომელთა ინფორმაციითაც, რევოლუციური სცენარისთვის გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო „მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. აი ახლა, სალომეს გაშვებული ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის გეგმების შემსრულებლად გვევლინება“.
„ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი სწორედ იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა მზადდება და არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება. თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. აი ახლა, სალომეს გაშვებული ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის გეგმების შემსრულებლად გვევლინება. ახლა ვეკითხები ზურაბიშვილს, ნუთუ არ გრძნობ იოტისოდენა პასუხისმგებლობას მაინც?“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.