ზელენსკიმ მიუთითა, რომ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონპროექტს ხელს მოაწერს, – ამის შესახებ The Economist-ის კორესპონდენტი ოლივერ კეროლი სოციალურ ქსელში წერს.
„ცოტა დადებითი სიახლე უკრაინიდან. ზელენსკიმ მიუთითა, რომ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონპროექტს ხელს მოაწერს“, – წერს ოლივერ კეროლი.
ჟურნალისტი შესაბამის ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც ზელენსკის ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის კანონის ხელმოწერის შესახებ კითხვას უსვამს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი დადებითად პასუხობს.