ZEG Storytelling Festival  

6
spot_img

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 120-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა.

ფესტივალის განმავლობაში, 6 სხვადასხვა სცენაზე გაიამართა მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები, სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, კონფლიქტების გავლენა სამყაროს ფორმირებაზე, დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობა, რუსული პროპაგანდა, ფილოსოფიის როლი ხელოვნური ინტელექტის ერაში, ჯენზის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში და მრავალი სხვა. არაერთი პანელური დისკუსია დაეთმო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენასა და საფრთხეებს დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით.

ქალაქის სხვადასხვა ადგილას შემეცნებითი ტურები ჩაატარეს ქართველმა მოდერატორებმა ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსული, თანამედროვე ქართული ხელოვნება, ტურის მონაწილეებმა ასევე იმოგზაურეს ნინო ხარატიშვილის რომანში “მერვე სიცოცხლე”.  ZEG-ის ერთ-ერთი სცენა დაეთმო არა მხოლოდ მომხსენებლებს, არამედ ღონისძიების სტუმრებსაც, „ღია მიკროფონზე“ თითოეულ დამსწრეს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი ამბავი ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა.

წელს მომხსენებლებს შორის იყვნენ ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი და მწერალი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლეთ სატირიკოსს, არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს; ZEG-ის სცენა დაეთმო არაერთ ქართველ მომხსენებელს, მათ შორის თანამედროვე ქართველ მუსიკოსებს გიორგი გიგაშვილსა და ალექსანდრე კორძაიას –Kordz.

ფესტივალის ორგანიზატორები:Impact Hub TbilisiCoda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, Cellfie, BMW, Luminate, Culture of Solidarity Fund, Setanta Sports, Swiss Agency for Development and Cooperation, The Embassy of The Kingdom of The Netherlands in Georgia, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network – Pulitzer Center, Tbilisi Architecture Biennial, IRCT – International Rehabilitation Council of Torture Victims, United Against Torture, Embassy of Sweden in Georgia, Royal Norwegian Embassy in Tbilisi, Embassy of Denmark in Georgia, Adjara Group, Honore, Monkey Shoulder, Aprili Media, AT.ge, Business Press News.

მეტი ინფორმაცია აქhttps://www.zegfest.com

სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up

მოგვძებნეთ სოციალურ ქსელებში:

R