რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე. როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ცხრა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მედიის ცნობით, დაზიანებულია სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ორი მაღალსართულიანი კორპუსი, თუმცა ამ ტერიტორიაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.