ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” და გადავდივარ “ქართულ ოცნებაში” -მეგული ჩოჩია

83
spot_img

აბაშაში გიორგი გახარიას ფრაქცია “საქართველოსთვის” დაიშალა. პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა, მეგული ჩოჩიამ  გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, გახარიას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დანამატად იქცა და მისი მოლოდინები არ გაამართლა.

ჩოჩია ამბობს, რომ შეუერთდება “ქართულ ოცნებას”, რადგან ხელისუფლების კურსი მისთვის მისაღებია.

აბაშის 30 მანდატიან საკრებულოში გახარიას პარტიის ორი წევრი რჩება, 9 წევრი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, 18 მმართველ ძალას.

“მოლოდინი მქონდა, რისთვისაც მე გახარიას პარტიაში მოვედი, სულ სხვა კურსი იყო, სულ სხვა შეხედულებები მქონდა. სამწუხაროდ, ჩემი შეხედულება არ გაამართლა. “ნაციონალური მოძრაობის” დანამატად იქცა პარტია “საქართველოსთვის.” “ქართული ოცნების” დღევანდელი კურსი და წარმატებული პოლიტიკის გამო ჩემ თავს ვხედავ “ქართულ ოცნებაში.” – ამბობს მეგული ჩოჩია.