სალომე ზურაბიშვილმა მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს აახლოებს რუსეთთან, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას უახლესი მოვლენები განიხილეს, მათ შორის ეუთო/ოდირის ანგარიში.
„გასულ პარასკევს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი სატელეფონო ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად. მან მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს სულ უფრო მეტად აახლოებს რუსეთთან. მე ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, – წერს პეტრ პაველი.