ზელენსკის მხრიდან ბელარუსთან საქართველოს ერთ ტანდემში მოხსენიებაზე, გარდა ერთეული გამოხმაურებისა, ამ ფაქტს რეზონანსი არ მოჰყოლია, არადა პოლიტიკური შეფასების სფეროდან უფროა გამოსარჩევი. ვფიქრობ, მისი მხრიდან ბელორუსთან ჩვენი “დაწყვილება” არ არის შემთხვევითი და არც მხოლოდ მასზე მისი გარემოცვის გავლენის შედეგია, ეს ისე ზოგიერთი აქაური გამოხმაურებიდან”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა იმის მტკიცება, რომ ზელენსკი “გაბრაზებულია” საქართველოს ხელისუფლებაზე, ზედმეტად მიამიტობა იქნებოდა.
“ჩემი შეფასებით, ეს არის წმინდა პოლიტიკური გზავნილი და არა მხოლოდ ჩვენი მისამართით. ამით პირდაპირი მინიშნებაა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ტანდემში ლუკაშენკოს ღია პრორუსული და ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან, რომელიც შემჩნეულია არჩევნების გაყალბებაში და ოპოზიციის დევნაში და არც მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს ევროკავშირი. აქედან გამომდინარე, ამ გზავნილის მთელი არსიც საქართველოს კანდიდატის სტატუსთან არის ბმაში, თუმცა საძიებელიც ბევრი არაფერია.
გზავნილი გათვლილია, ერთის მხრივ ქართულ რადიკალურ ოპოზიციაზე, რომლის დიდი ნაწილიც ღიად ეწინააღმდეგება ჩვენთვის სტატუსის მონიჭებას და მეორე მხრივ, დასავლეთში იმ ძალებზე, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან ქვეყნისათვის სტატუსის მიღებას.
ახლა იმის მტკიცება, რომ ზელენსკი “გაბრაზებულია” საქართველოს ხელისუფლებაზე, ზედმეტად მიამიტობა იქნებოდა. პოლიტიკაში გაბრაზება ნაკლებად გამოდგება გადამწყვეტ ფაქტორად, რადგან დროებით ბრაზს, ხშირად მალევე “გაღიმება” მოჰყვება ხოლმე.
მიმაჩნია, რომ ამ გზავნილით მან დასავლეთში ჩვენი ევროსკეპტიკოსთა პოზიციასთან ერთად, დააფიქსირა მომავლის პერსპექტივაც.
რაც ჩემი აზრით გულისხმობს სტატუსის მონიჭებამდე მაქსიმალურად მისი ხელისშეშლის მცდელობას და არანაკლებად მნიშვნელოვანი – უკვე კარს მომდგარ არჩევნებამდე გარედან ზეწოლის გაძლიერება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორების სურვილიც, ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით!
სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ზელენსკიმ არ იცოდეს, რომ ბელორუსი არც საერთაშორისო სანქციებს არის თუნდაც რაიმე ფორმით მიერთებული და ბოლო არჩევნების შემდეგ, ევროსაბჭოდანაც გაგდებულია, ხოლო მისი არჩევნები ეუთო/ ოდირის მიერ ტოტალურად გაყალბებულად არის შეფასებული.
ბუნებრივია, ამ სცენარისას მათივე გათვლებით სტატუსის არ მინიჭება ან რაღაც ახალი დათქმის პირობით მოცემა, ოპოზიციის წისქვილზე უფრო დაასხამს წყალს, და შექმნის წინაპირობებს პერმანენტული საპროტესტო გამოსვლებისათვის. ხელისუფლებას გაუჭირდება ამ “მარცხის” გადატანა, რაც დაასუსტებს არჩევნებამდე მის პოზიციებს და ელექტორალურადაც წამგებიანს გახდის!
თუმცა მაინც არა მგონია, ქართული დაქსაქსული და აშკარად არარევოლუციური პერსონებით გატენილი ოპოსივრცის შემხედვარე, ეს სცენარი ახდეს, შემთხვევით კი არ არის ნათქვამში – კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო!
ისე სტატუსზე ჩემი პოზიცია კაი ხანის ცნობილია, ჩემივე დაკვირვებით და პოლიტიკური პროცესების ანალიზით, სტატუსს დიდი ალბათობით მაინც მივიღებთ!”,- წერს ცუცქირიძე.