ვფიქრობ, რუსეთს სურს, ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ფეხს ითრევს – დონალდ ტრამპი

12
spot_img

ვფიქრობ, რუსეთს სურს, ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ფეხს ითრევენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ისინი ფეხს ითრევენ. ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს და ვფიქრობ, ზელენსკის სურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს კარგავს.

”ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ თვალსაზრისით. ვხედავ ბრძოლის ველების სურათებს – მირჩევნია არ ვნახო. უბრალოდ მინდა, რომ ეს შეჩერდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.