ვფიქრობ, უბრალოდ, არასწორია „ჰამასის“ ხელმძღვანელობისა და ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მორალური გათანაბრება, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოთხოვნილი დაკავების ორდერი „უბრალოდ, არასწორია“.
როგორც ქემერონმა აღნიშნა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა იფიქროს შედეგებზე და, მისი თქმით, ამ ორდერის გაცემა ვერ შეუწყობს ხელს მძევლების გათავისუფლებას.
„ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ ამ ორდერების გაცემა ხელს შეუწყობს მძევლების დაბრუნებას. ის არ შეუწყობს ხელს ჰუმანიტარული დახმარების მიღებას და მდგრად ცეცხლის შეწყვეტას“, – განუცხადა ქემერონმა ლორდთა პალატას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.