უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობის, ისევე როგორც რესპუბლიკელების ლიდერის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არმიწვევის თაობაზე, არ შეესაბამება „მსოფლიო ლიდერების პოლიტიკას“.
ამის შესახებ ზელენსკიმ The Philadelphia Inquirer-ის მიმომხილველთან, ტრუდი რუბინთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ამჟამინდელი თეთრი სახლი არ არის მზად უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, ტრამპი კი ამბობს: „რომ არა ნატო, ომი (რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ), შესაძლოა, არ დაწყებულიყო.
„მჯერა, რომ ეს არის „ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან“ პოლიტიკა და არ ვთვლი, რომ ეს მსოფლიო ლიდერების პოლიტიკაა. ეს ფრთხილი ნაბიჯია. ეს არის გამნაღმველების ნაბიჯები დანაღმულ ველზე და თუ დღეს ჩვენ არ გვიწვევენ ნატო-ში, მაშინ ვითხოვთ კონკრეტიკას“, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ამერიკას პუტინის გაბრაზების თუ ეშინია, მაშინ კიევი ითხოვს რუსული აგრესიისგან დაცვის საშუალებებს“.
„ჩვენ ვითხოვთ „პეტრიოტებს“, ვითხოვთ „ეფ-16“-ების საკმარის რაოდენობას, ჩვენ ვითხოვთ შესაძლებლობას, გამოვიყენოთ იარაღი თავის დასაცავად. თუ ნატო ჯერ არ არის მზად ჩვენ დასაცავად და ალიანსში მიღებისთვის, მაშინ ვითხოვთ ყველაფერს, რითიც შეგვიძლია, თავი დავიცვათ“, – აცხადებს ზელენსკი.