ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

12
spot_img

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ბაქოში ჩავიდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებებს გამართავს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ურთიერთობების განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო პრობლემები.

პუტინს ბაქოს აეროპორტში აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამირ შარიფოვი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა.

მედიის ცნობით, ვიზიტის დასასრულს ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო მიღებას გამართავს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში ბოლოს 2018 წელს იმყოფებოდა.