ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნატო-ს სამხედრო ალიანსი რუსეთისა და აზიის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

20
spot_img

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერმა პუტინმა ვიეტნამში ვიზიტისას განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო ალიანსი რუსეთისა და აზიის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება აზიაში. ნატო უკვე გადადის იქ, როგორც მუდმივ საცხოვრებელ ადგილას. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასაც. ჩვენ ვალდებულები ვართ, ამას ვუპასუხოთ და ვუპასუხებთ კიდეც“, – აღნიშნა პუტინმა.