ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა და რაღაც გამწვავება კი არ არის საჭირო, არამედ – გახსნა. ცუდი არ იქნება, თუ აშშ-დან გაცილებით მეტი ვიზიტორი და ტურისტი შემოვა, რათა ისინი მიხვდნენ, თუ ვინ არის ამ ქვეყნის უმრავლესობა – ბექა ოდიშარია

21
spot_img

ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა და რაღაც გამწვავება კი არ არის საჭირო, არამედ – გახსნა. ძალიან კარგი იქნება, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა ნახონ საოცარი ქვეყანა, ამერიკა და მიიღონ გამოცდილება, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა და რაღაც გამწვავება კი არ არის საჭირო, არამედ – გახსნა. ძალიან კარგი იქნება, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა ნახონ ეს საოცარი ქვეყანა, მიიღონ გამოცდილება. ცუდი არ იქნება, თუ აშშ-დან გაცილებით მეტი ვიზიტორი და ტურისტი შემოვა, რათა ისინი მიხვდნენ, თუ ვინ არის ამ ქვეყნის უმრავლესობა. ამ ქვეყნის უმრავლესობა „ენჯეოშნიკები“ არ არიან, რომელთაც აფინანსებენ.

სამართლიანია, რომ იცოდეს ამერიკელმა გადამხდელმა, რომელიც არის მისი უდიდებულესობა, აშშ-ის რიგითი მოქალაქე, რომლის ფულსაც, რაღაც ფონდები, იქნება ეს ძალიან პატივსაცემი თუ უპატივცემულო, საეჭვო თუ უეჭვო, რაში ხარჯავენ ქართველი ველზე მომუშავე, ჩემი აზრით, პარაზიტი „ენჯეოები“. არ არის ეს სამართლიანი? იქნებ, ქართულ მენტალიტეტში მეტად გაერკვიონ და ნუ მოუსმენენ ამ მავნებლებს, რადგან ამ მავნებლებისთვის მოსმენით ხშირად შესულან შეცდომაში ღრმად პატივცემული სენატორები და კონგრესმენები“, – განაცხადა ოდიშარიამ.