მაქვს სურვილი, რომ ფორმალურმა პრეზიდენტმა დღეს, ამ ბოლო ზარზე მაინც, რაღაც ნორმალური განცხადებები გააკეთოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო გასეირნებაა პარლამენტში.
„თვითონ მიიყვანა საქმე აქამდე, ქვეყნის შიგნით აგინა ყველას, ხალხს, სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის გარეთ კი აშავებდა სახელმწიფოს, რომ მისი სიტყვა პრაქტიკულად გაუფასურდა. მაგრამ ბოლო მომენტია, როდესაც პარლამენტში მოდის და ვისურვებდი, რომ ძალიან აბსურდული და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები არ გააკეთოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.