ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს -პაატა მანჯგალაძე

1
spot_img

ქართული–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი თავისუფლების ფარია, ამიტომაც ცდილობენ მტრები მის დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლებენ! – რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო აზიანებენ საკუთარ თავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.

„ამ მეგობრობას დღეს ინარჩუნებს ქართველი ხალხი და არა ბოროტი მაჯლაჯუნები, ვინც ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევს!

ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობა, ეს არის ჩვენი თავისუფალი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მომავლის გეგმა.

ქართული–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი თავისუფლების ფარია, ამიტომაც ცდილობენ მტრები მის დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლებენ! რადგან რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო აზიანებენ საკუთარ თავს.

ამის მკაფიო მაგალითია „MEGOBARI აქტი“, რომელიც ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – მეტი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველ ხალხს!”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.