,,ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურას წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება”- მამუკა მდინარაძე 

3
spot_img

ხომ გვიმტკიცებენ, 300 ათასი ხმა გაყალბდაო, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადონ, მივიდნენ და უთხრან პროკურატურას, რატომ უმალავენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურას წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება.

„მოვისმინე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი. მეც ვუერთდები ბრალდების მხარეს, პროკურატურას, რომ ვინმეს თუკი რაიმე ერთი ფაქტი აქვს გაყალბებასთან დაკავშირებით, 300 ათასზე კი არ არის საუბარი, 300 ხმის გაყალბება როგორ მოხდა, მივიდნენ და უთხრან პროკურატურას, რატომ უმალავენ. 300 ათასი ხმა გაყალბდაო, ხომ გვიმტკიცებენ, 300 ათასის კი არა, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადონ. ეს რატომ არის იცით მნიშვნელოვანი. ხალხი გამოდის და იძახის, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. გავიგეთ, რომ თავისი აზრი აქვთ მათ და „ნაცმა“ დაარწმუნა ამაში, თუ სხვა გარემოებამ, რატომ ითხოვ ახალ არჩევნებს, 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დადე და მერე მოითხოვე, კი ბატონო, მაგრამ ამას რომ ვერ აკეთებ, რას ითხოვ. თქვენც მოითხოვეთ სხვა რაღაც და არგუმენტების გარეშე რაღაცების მოთხოვნას ექნება საფუძველი და უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებამ? 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რა მიზანი შეიძლება, იყოს მუდმივად ამაზე აპელირება, პარალელურად მაშინ, როცა არ თანამშრომლობენ“, რაზეც მდინარაძემ განაცხადა:

„სიყალბე და დავალებები გარედან. ვიღაც შეიძლება, გულწრფელია, ვიღაც დავალებით მოქმედებს. მაგალითად, მსახიობების ნაწილი აქტიურად ჩაერთო იმ კამპანიაში, რა მავნებლური კამპანიაც ახლა ქვეყანაში მიდის მათი მხრიდან. ამ ამ კამპანიის ლიდერები რომ ტრენინგდებოდნენ, დანარჩენმა მსახიობებმა ჰკითხონ, რატომ ხდება ისე, რომ თქვენ რაღაც ტრენინგებზე იყავით და ჩვენ არ ვიცით. ერთი წელი რაში გატრენინგებენ, კითხვა დაუსვან, ხომ შეიძლება. კონკრეტული ლიდერები ჰყავს მათი მხრიდან ამ ამბავს, რაში გატრენინგებდნენ და რატომ მალავდით ამ ამბავს, რატომ არავინ არავის ეკითხება. ჰკითხონ და ყველაფერი ნათელი გახდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.