ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავშებთ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაიდანმა უკრაინას რაც მოუტანა, ყველამ კარგად იცის.
„მუდმივად გვახსენებენ მაიდანს. მინდა, შეგახსენოთ, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას. მაშინ გარედან დაინიშნა უკრაინაში ხელისუფლება და ასეთ დროს ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა, უკრაინაში რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. მანამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა, იყო აღმავლობის გზაზე, ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი. დღეს ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა არის განადგურებული. რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ათი ათასობით ადამიანი დაღუპული, ასობით ბავშვი და ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? როცა გვახსენებენ მაიდანს საქართველოს კონტექსტში, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც უკრაინას მოუტანა მაიდანმა და რაც ასეთმა პროცესებმა შეიძლება, მოუტანოს საქართველოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავშებთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.