„ვინ არიან აქტორები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ამ ჩანაწერებში? ვის წარმოადგენენ? ეს არის „ნაცმოძრაობა“, დავიწყებული სახელები… ონიანი პირდაპირ არბევდა აქციებს და უსწორდებოდა აქციების მონაწილეებს. მინაშვილზე აღარ ვლაპარაკობ, ერთ-ერთია მგონი, ვინც რეზოლუციას ხელი მოაწერა. მელიასა და გვარამიაზე აღარ მაქვს საუბარი – შეუძლებელია, ეს ადამიანები შეიცვალონ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა ამის შესაძლებლობა 2012 წლის შემდეგ, რაღაც ნაბიჯი გადავდგით, ხელი გავუწოდეთ ამ ძალას, რომ იქნებ გაეაზრებინათ დანაშაულები და ღირსეულად ეღიარებინათ და გაეგრძელებინათ ჯანსაღი პროცესი, მაგრამ დავინახეთ ყოველ წელს მათი ქმედებები. ეს ძალა ერთ დღეში განადგურდება და მოათავებს თავის არსებობას, რომ არა გარედან მათი მხარდაჭერა.
ფაქტებია, როგორ სულდგმულობენ, როგორ აიძულეს პრეზიდენტი, როგორ გამოიყვანეს გვარამია, როგორ წაიყვანეს და დააჯილდოვეს, შემდეგ შემოაბრუნეს. თითქოს ეს ყველაფერი პოლარიზაციის დასრულებისკენ იყო მიმართული და პირდაპირ მთავარი მოქმედი პირი გახდა [გვარამია] აქციებზე.
კიდევ ერთხელ შევახსენებ ახალგაზრდებს და იმ საზოგადოებას, რომელსაც რაღაცნაირად ვერაფრით გავაგებინეთ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ხელისუფლებას და ჩვენს მისწრაფებებს რუსეთთან, რუსეთისკენ სვლასთან ან აღმოსავლეთისკენ სვლასთან. დამისახელონ ერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც ღამის 3 საათზე აფორმებდნენ ქონებებს, ართმევდნენ ბიზნესებს, შედიოდნენ მედიასაშუალებებში და არბევდნენ ჟურნალისტებს, პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ მოქალაქეებს, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს – და ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა როგორც სისტემური დანაშაული ამ ძალის, ამ მმართველობის. არაფერი ხელშესახები არ შეიძლება ჰქონოდა იმ ძალას დემოკრატიულ მმართველობასთან. როგორ შეიძლება კიდევ ავუხსნათ, რომ ეს ადამიანები არ იცვლებიან. საზოგადოება ხედავს, უკვე ყველა ხვდება, რომ ეს ძალა აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა