“ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია თავის სიტყვას შეასრულებს და უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააუქმებს” – დმიტრო კულება

290
spot_img

ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია თავის სიტყვას შეასრულებს და უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააუქმებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ ევროკომისია გააუქმებს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვებს, რომელსაც მოქმედების ვადა 15 სექტემბერს ეწურება.

მისი აზრით, უკრაინისთვის შეზღუდვების არცერთი ფორმა არი არის მისაღები, „რადგან ეს ძირს უთხრის ერთიანი ბაზრის პრინციპს, ასოცირების შეთანხმებასა და ნდობას ევროკავშირის ვალდებულებების მიმართ“.

ცნობისთვის, ივნისში ევროკომისიამ შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გააგრძელა, რომელიც ბოლო მსგავსი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.