აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელშიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროსთვის საჭირო ისეთი საშუალებები შედის, როგორებიცა: საბრძოლო მასალა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ტერიტორიის განაღმვისთვის დამატებითი მოწყობილობა.
ბლინკენის განცხადებით, პაკეტის ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“ომი რუსეთმა დაიწყო და მას ჰქონდა საშუალება ეს ომი ნებისმიერ მომენტში დაესრულებინა, უკრაინიდან თავისი ჯარის გაყვანის გზით. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები დადგებიან უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.