ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს – გენო პეტრიაშვილი

14
spot_img

გენო პეტრიაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-10 ნომრად დასახელდა, რის შემდეგაც სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის, “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, შეეცდება, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს:

“როგორც გენო პეტრიაშვილმა, ძალიან ბევრი მაგარი ემოცია შევძინე ჩვენს გულშემატკივარს, რაც შემეძლო. ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. ვეცდები, ჩვენს გუნდთან ერთად, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთოთ, ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, ჩემი დევნილებისთვის, რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული და ზოგადად – ჩვენი ქვეყნისთვის,”- აცხადებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სიის მეათე ნომერი გენო პეტრიაშვილი.

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან:

ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.