,,ვაშინგტონმა თურქეთი გააფრთხილა” – Financial Times

11
spot_img

ვაშინგტონმა თურქეთი გააფრთხილა, რომ შედეგები დადგება, თუ ქვეყანა არ შეზღუდავს აშშ-ის სამხედრო ტექნიკის ექსპორტს რუსეთში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.აშშ-ის ვაჭრობის მდივნის თანაშემწე, მეთიუ აქსელროდი ცოტა ხნის წინ შეხვდა თურქ ოფიციალურ პირებს ანკარასა და სტამბოლში.

მისი გზავნილი იყო, რომ თურქეთმა მეტი უნდა იმუშაოს იმ ამერიკული წარმოშობის ჩიპებითა და სხვა ნაწილებით ვაჭრობის შესაჩერებლად, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ უკრაინაში რუსეთის ომისთვის.

„ჩვენ გვჭირდება თურქეთის დახმარება, რათა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიების უკანონო ნაკადი რუსეთში“, – განაცხადა მეთიუ აქსელროდმა.

„ჩვენ უნდა დავინახოთ პროგრესი და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ გვექნება გარდა იმისა, რომ შედეგები დავაკისროთ მატ, ვინც თავს არიდებს ჩვენს საექსპორტო კონტროლს“, – დასძინა მან.