უსამართლო და პარადოქსულია ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართულ, ეროვნულ საქმეს აკეთებს-ირაკლი კირცხალია

5
x
spot_img

საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ისედაც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ასე რომ, ეს არახალია როგორც მისთვის, ისე ჩვენი გუნდისა და საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, უსამართლო და პარადოქსულია ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართულ, ეროვნულ საქმეს აკეთებს.

„უბრალოდ სასაცილოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია, მსოფლიოსთან მიმართებაში სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად, და კუდის მოქნევა ხშირად გვიხსენებია, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და იძახის, რომ რუსული საქმის კეთების გამო აკეთებს ამას. იმდენად უტიფრები არიან, იმდენად არაობიექტურად, ორმაგი და სამმაგი სტანდარტით არის ეს განცხადება გაკეთებული და იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული, როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ ანგარიში. ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. უბრალოდ სასაცილოა ტრაგიკომედიაა. არა უშავს, ეს არის წარმავალი ადმინისტრაცია.

რომელ ოპოზიციაზეა საუბარი, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის ზელენსკი უხდის მადლობას ბაიდენის ადმინისტრაციას. ამ ყველაფრის შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის კიდევ თუ შეიძლება, კითხვები გაჩნდეს და ვინმეს რაიმე კონსპირაციის თეორია ეგონოს ის, თუ რეალურად რას გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, სად და რა გზაზე გავიარეთ და რა გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება ზელენსკის თემას, ადამიანი, რომელიც მართავს მიწასთან გასწორებულ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს მილიონობით დევნილი და ასიათასობით დაღუპული, ნობელის პრემიაზე წარადგინეს და ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართული და ეროვნული საქმე უკეთებია, ამ ადამიანს სანქციებს უწესებენ. დანარჩენის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია“, – განაცხადა კირცხალიამ.