![volski](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/volski.jpeg)
“სასარგებლო პროექტები როგორ არ ხორციელდება და არამარტო საქართველიში! მაგრამ ეს, მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ და ნურც იმას დაგვაბრალებენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ვახდენთ…”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს:
“როგორც შევიტყეთ, USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, შედარებით მოკლე პერიოდში დასახარჯად, ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მათ შორის, კარგად დაუკვირდით, დაფინანსებულია:
1. “საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების აქტივობები”, რისთვისაც 26 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
2. “დემოკრატიული ლიდერული უნარების გაძლიერება პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს შორის პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში; ანტიდემოკრატიული გავლენების მიმართ მდგრადობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ლიდერობისა და ეფექტურობის გაძლიერება” და ა.შ. რისთვისაც 15 მილიონ აშშ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.
სასარგებლო პროექტები როგორ არ ხორციელდება და არამარტო საქართველიში! მაგრამ ეს, მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებენ და ნურც იმას დაგვაბრალებენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ვახდენთ…”- წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.