უნგრეთმა უნდა უთხრას არა ევროპის ბრიუსელის მოდელს, – ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა.
„ჩვენ უნდა ვთქვათ არა, რადგან ის არამდგრადია, მას მომავალი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბრიუსელი ანადგურებს ევროპას“, – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ორბანმა დასძინა, რომ მათ არ უნდა დატოვონ ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალონ და ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბრიუსელში რადიკალური ცვლილებები მოხდება.
„ჩვენი ამოცანა იქნება ბრიუსელის მხრიდან მცდარი დაპირების გამოსწორება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“, – აღნიშნა ორბანმა.