
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ბრიუსელის ელიტას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და საფრანგეთის სასამართლოს ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის მარინ ლე პენისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო მწვავედ აკრიტიკებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ეს ე.წ. ლიბერალი დემოკრატის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის მაგალითია.
„საფრანგეთის სასამართლოს გუშინდელმა განაჩენმა ყველაფერი ცხადყო: ეს არის ე.წ. „ლიბერალური დემოკრატიის“ რეალური მნიშვნელობა. ანუ ჭეშმარიტი პატრიოტების ჩამოშორება ყველაფრის ფასად – სასამართლოს გადაწყვეტილებების, გარეშე ჩარევების ან თუნდაც მკვლელობის მცდელობის გზით. ეს მაშინ, როდესაც ომის მომხრე ბრიუსელის ელიტას შეუძლია ის აკეთოს, რაც მოესურვება“, – დაწერა სიიარტომ.