უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში საზღვაო დრონით რუსულ ჩქაროსნულ კატერს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, Magura V5 ტიპის დრონმა ჩქაროსნულ კატერს უზკაიას ყურის მიდამოში დაარტყა.
დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ჩატარება, რის შედეგადაც 6 მაისის ღამეს რუსების ჩქაროსნული კატერი განადგურდა და შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.