
უკრაინისთვის ამერიკის სამხედრო დახმარების შეწყვეტა შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების, კერძოდ კი, მისი ახალი ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის და არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჰეგსეტმა შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის განკარგულება თეთრ სახლთან შეუთანხმებლად გასცა.
საქმე ეხება საბრძოლო მასალით დატვირთული 11 სამხედრო ავიარეისის გაუქმებას.