უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის პარლამენტის წევრს, ევგენი შევჩენკოს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენა

1
JPG edited with https://ezgif.com/resize
spot_img

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გამოძიების სახელმწიფო ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის პარლამენტის დეპუტატს, ევგენი შევჩენკოს სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული დეპუტატი აგრესორი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე სისტემატურად ეწეოდა საინფორმაციო და დივერსიულ საქმიანობას.

კერძოდ, სახალხო დეპუტატი ავრცელებდა რუსულ პროპაგანდას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და მის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ავრცელებდა დამახინჯებულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობისა და ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობების შესახებ.