უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
„დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს უკრაინის გენშტაბი „ტელეგრამზე“.
გენშტაბის ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინის მიერ განხორციელებული მეორე სარაკეტო დარტყმაა.