
თურქეთის პრეზიდენტი რეჰეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობას თურქეთში სთავაზობს. ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
სამშვიდობო პირობებთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის ჩამოყალიბებისას, ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი “უდავოა”.
როგორც ცნობილია, დღეს საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინელი ოფიციალური პირები არ ყოფილან მიწვეული.