უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საწვრთნელი ბაზა დაბომბეს, დაღუპულია 60 რუსი ჯარისკაცი, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ფოტოებთან და ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.
„20 თებერვალს, შუადღისას, უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, HIMARS-დან დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოიეს მახლობლად მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, – წერს BBC.
BBC-ის ცნობით, საწვრთნელ ბაზაზე რუსეთის 36-ე მოტომსროლელთა ბრიგადის მე-4, მე-5 და მე-6 ასეულის სამხედროები იმყოფებოდნენ და რუსეთის 29-ე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის ვიზიტს ელოდებოდნენ.
BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც უკრაინული და არც რუსული მხარე ადასტურებს.