უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემას ძალოვანი სამსახურების ანონიმურმა წყარომ განუცხადა, მარიანა ბუდანოვა სავარაუდოდ, მძიმე მეტალებით არის მოწამლული და მან უკვე გაიარა მკურნალობის პირველი ეტაპი.
ასევე უკრაინული მედია წერს, რომ მარიანა ბუდანოვა, დიდი ალბათობით, საკვებით მოწამლეს. მედიასთან ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ მოწამვლის ნიშნები უკრაინის სამხედრო დაზვერვის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა და ისინიც მკურნალობენ.
2023 წლის ივნისში უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა „უკრაინკსა პრავდას“ განუცხადა, რომ კირილ ბუდანოვი ათობით თავდასხმას გადაურჩა.