რუსეთის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სასწავლო დაწესებულების დაბომბვას სამხედროებს შორის მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთმა სასწავლო დაწესებულების წინააღმდეგ კომბინირებული შეტევა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებით, განახორციელა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა „ისკანდერის” ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავშესაფარზე ზუსტი დარტყმის შედეგად, მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, პერსონალს შორის დანაკარგების სრულად თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა. ადგილზე ამჟამად სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.