უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის საკონტროლო პუნქტს წარმატებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, საჰაერო ძალები თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით მოქმედებდნენ.
გენშტაბში განმარტავენ, რომ საკონტროლო ცენტრი ბელგოროდის ოლქის სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა.
„სამიზნე წარმატებით განადგურდა“, – აცხადებენ გენშტაბში.