სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა შედეგები მოჰყვებოდა რუსეთში დაგეგმილი თავდასხმებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაწილის ადგილზე დატოვებას – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, რის გამოც უკრაინამ ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვია, ხოლო მოგვიანებით საქართველოს ელჩი ,,გამოაძევა” კიევიდან. ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების გადაადგილებას, ოდესის საკრებულოში უკრაინის მმართველი პარტიის ,,ხალხის მსახურის” წარმომადგენელი, ანდრეი შარაშიძე უწევდა ორგანიზებას.
„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან იწყება საქართველოს ამ ომში ჩათრევის გეგმის განხორციელება: ჩარტერული რეისებით მოხალისეების უკრაინაში გაგზავნის და სამხედრო დახმარების გაწევის მოთხოვნა, სოხუმში და ცხინვალში ,,გასეირნების” რჩევის მოცემა, ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები, რუსეთში სანქცირებული ტვირთების ,,გატარების” ცრუ ბრალდებები და სხვა. საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი, ამის გამო უკრაინამ ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვია, ხოლო მოგვიანებით ჩვენი ელჩი ,,გამოაძევა” კიევიდან. სამწუხაროდ უკრაინის მთავრობა პირდაპირ იყო და ახლაც არის დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით, რადგან ,,ქართული ოცნება” იცავს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს, არ ემორჩილება ,,გლობალური ომის პარტიის” დირექტივებს. 2 წელია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და 2 წუთი არ ჰქონიათ საქართველოს სპეცსამსახურებს მოსვენების საშუალება, რადგან ,,მეგობრებს” და მტრებს შორის რთულია განსხვავების პოვნა. სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა შედეგები მოჰყვებოდა რუსეთში დაგეგმილი თავდასხმებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ან ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაწილის ადგილზე დატოვებას. ამ დანაშაულის ორგანიზატორი უკრაინის მოქალაქე რომელიც ბათუმშია დაბადებული, ოდესის საკრებულოში უკრაინის მმართველ პარტიას ,,ხალხის მსახურს” წარმოადგენს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, იმედია უკრაინის ხელისუფლება ითანამშრომლებს საქართველოსთან და არაჟნის კონტეინერით, მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ოპერაციის მსგავსად, მცდარ ინფორმაციას არ გაავრცელებს!” – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.