უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, ევროპელებს ამ გამოწვევის მიღება მოგვიწევს -კაია კალასი

7
spot_img

თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გააძლიერებენ.

„უკრაინა ევროპაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა მათ შეძლონ, განაგრძონ აგრესორთან ბრძოლა. დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენ, ევროპელებს მოგვიწევს ამ გამოწვევის მიღება“, – წერს კალასი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.