“უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია, აშშ-ის უსაფრთხოება საფრთხეშია, არ გვაქვს არცერთი დასაკარგი დღე” – ლოიდ ოსტინი

37
spot_img
უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ოსტინმა მოკავშირეებს კიევის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„როდესაც ჩვენ ინვესტიციას ვდებთ უკრაინის უსაფრთხოებაში, ჩვენ ინვესტიციას ვდებთ საკუთარ უსაფრთხოებაში. დღეს უკრაინის გადარჩენის საკითხი საფრთხეშია და აშშ-ის უსაფრთხოება საფრთხეშია. არ გვაქვს არცერთი დასაკარგი დღე. უკრაინის მეგობრები აგრძელებენ ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას. აიღეთ ახალი ძირითადი ვალდებულებები, რათა უკრაინას მივაწოდოთ სასწრაფოდ საჭირო შესაძლებლობები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო საბრძოლო მასალა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ. ამიტომაც, გამოვაცხადეთ აშშ-ის დამატებითი დახმარება უკრაინისთვის, რომლის ღირებულებაც 300 მილიონ დოლარამდეა“, – განაცხადა ოსტინმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.