უკრაინელი ჯარისკაცები ძალების გამოფიტვაზე საუბრობენ -The Washington Post

30
spot_img

ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გამოფიტულნი არიან.

გარდა ამისა, უკრაინელი ჯარისკაცები ინტერვიუში ჰყვებიან, რომ მათი ქვეყანა საჯარისო შენაერთების მწვავე დეფიციტს განიცდის.

„უკრაინის გამოფიტული ძალები ზეწოლას განიცდიან, რომელიც დამქანცველი სიცხის ფონზე უფრო ძლიერდება. უკრაინელი მეთაურები და ჯარისკაცები, ვისაც The [Washington] Post-ი ესაუბრა, რესურსების გამოფიტვასა და შეკვეცაზე საუბრობენ, საჯარისო შენაერთების დეფიციტის ჩათვლით“, – წერს გაზეთი.

უკრაინა ჯარისკაცების მწვავე დეფიციტს განიცდის, ხოლო ამერიკაში წინასაარჩევნო აურზაურმა გააჩინა ახალი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მალე კიევი იძულებული გახდება რიგი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.

კიდევ ერთმა უკრაინელმა სამხედრომ გაზეთს მოუყვა, რომ სიტუაცია ფრონტზე კრიტიკულია და უკრაინის შეიარაღებულ ძალების რიგებში წინა ხაზზე „სერიოზული ქაოსია“.