რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.