
გამოქვეყნდა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მემორანდუმის სრული ტექსტი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ძირითადი დებულებები:
- ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება;
- უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, მისი უარი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე;
- უკრაინაში სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა;
- უკრაინის უბირთვო სტატუსი;
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენა;
- რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა;
- რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა, ნაციზმის გმირულად გამოცხადების აკრძალვა;
- უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა;
- საბრძოლო მოქმედებებით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით პრეტენზიებზე ურთიერთუარი;
- ოჯახების გაერთიანებასთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
ცეცხლის შეწყვეტის ორი ვარიანტი:
ვარიანტი 1:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ვარიანტი 2:
- უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების აკრძალვა; მობილიზაციის შეწყვეტა და დემობილიზაციის დაწყება;
- მესამე ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობის გამორიცხვა;
- კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების შეწყვეტა;
- კიევის უარი რუსეთის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებზე;
- პოლიტპატიმრების ურთიერთამნისტია და დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლება;
- უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება;
- არჩევნები უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს ასი დღისა.